ახალი ამბები

სხვა სიახლეები
სალომე თვალოძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში კლიმატის დ...

პანელური დისკუსია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის დაფინანსებაში კერძო სექტორის როლის გაზრდას დაეთმო. ასევე საუბარი შეეხო ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს რეგიონში განახლებადი ენერგიისა და კლიმატის დაფინანსების პოტენციალის გამოსაყენებლად.ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სებ-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოზე. ისაუბრა კერძო სექტორთან თანამშრომლობასა და ამ პროცესში მიღებულ საუკეთესო გამოცდილებაზე."საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და ამ პროცესში სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორთან,  განსაკუთრებით v", - აღნიშნა  სალომე თვალოძემ.

1715102643

ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხ...

მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი.შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის ძალისხმევა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, დაბალშემოსავლიანი ჯგუფების, ქალი მეწარმეების ხელშეწყობის, ფინანსური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საკითხები. ასევე საუბარი შეეხო დიჯიტალიზაციის ეფექტს მიკროსაფინანსო ინდუსტრიაზე და გაძლიერებულ კონკურენციის საკითხებს.ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების საკანონმდებლო და საზედამხედველო შესაძლებლობები, მიკროსაფინანსო სექტორში მდგრადი დაფინანსების პოტენციალი და ფინტექებისა და დიჯითალიზაციის მიმართულებით სებ-ის მიდგომები გააცნო.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები.

1715087326

სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების და...

სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.

1715081636

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის...

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო“, - ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

1714654306

AUSTRIAN AIRLINES-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70  საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

1714635457

2024 წლის აპრილში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლა...

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მონაცემების თანახმად აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (5.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.4 პროცენტი).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7 პროცენტი);სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), კვების სხვა პროდუქტები (2.4 პროცენტი) და თევზეული (0.8 პროცენტი),- აღნიშნულია ინფორმაციაში.

1714635058