Home » საზოგადოება » 12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა
12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

„15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული“, – ამის შესახებ ასოციაცია „MIC-TNS“-ის მიერ ჩატარებულ ყველის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი.

კერძოდ, კვლევის თანახმად, აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების – კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ცნობისთვის, ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე“ დაკვეთით ჩატარდა და ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას ისახავდა მიზნად.კვლევის ფარგლებში, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზიც ჩატარდა, რომლის თანახმადაც 15 ნიმუშიდან 8-ში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყისს ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია გამოიკითხა, რომელიც ყველის შეძენისას გადაწყვეტილების მიმღებია და ამ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. შედეგად, მომხმარებელთა მიერ იმერული ყველის მოხმარების სიხშირე, შეხედულებები და ქცევა იქნა შესწავლილი. კვლევის დასკვნით ეტაპზე კი, იმ ობიექტებიდან, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს, აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა.

„მთლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს. ასევე, ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ყველი საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ საკვებთან, ჯანმრთელობასთან და ორგანიზმისთვის ისეთ სასარგებლო ნივთიერებასთან, როგორიცაა კალციუმი. თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის „ნატურალური“. ლაბორატორიულმა კვლევამ, მომხმარებელთა შეხედულებებთან მიმართებით სრულიად საწინააღმდეგო შედეგები აჩვენა.

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ,“-აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რძის მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ (Dairy Georgia) იწყებს აქტიურ მუშაობას ყველის შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების გასაზრდელად და ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოების ხელშესაწყობად.

Bpn.ge

Share