Home » მსოფლიო » უორენ ბაფეტი: კრიპტოვალუტას კოლაფსი ელოდება
უორენ ბაფეტი: კრიპტოვალუტას კოლაფსი ელოდება

უორენ ბაფეტი: კრიპტოვალუტას კოლაფსი ელოდება

ამერიკელი მილიარდერის, Berkshire Hathaway- ის დამფუძნებლის უორენ ბაფეტის განცხადებით, კრიპტოვალუტას კოლაფსი ელოდება. ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება მთელ კრიპტოვალუტას, შემიძლია ვთქვა, თითქმის დარწმუნებით, რომ მას ცუდი დასასრული ელის“,-განაცხადა ბაფეტმა. მან ასევე დასძინა, რომ არ იცის, ეს როდის და როგორ მოხდება. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტების აკრძალვასთან დაკავშირებით კანონს ამზადებენ.

როგორც სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა, პაკ სან კიმ განაცხადა, ამ ეტაპზე მზადდება კანონპროექტი კრიპტო-ვალუტების ვაჭრობაში აკრძალვასთან დაკავშირებით.

“ღრმად შეშფოთებული ვართ ვირტუალური ვალუტის გამო და იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კრიპტოვალუტაში ვაჭრობას კრძალავს “, – განაცხადა მინისტრმა.

ipress.ge

Share