Home » მსოფლიო » Kodak-ი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს
Kodak-ი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს

Kodak-ი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს

კომპანია Eastman Kodak -მა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმაზე განაცხადა.  ახალი ციფრული ვალუტა KODAKCoin -ის სახელს მიიღებს.

Reuters  -ის ცნობით, ამ ინფორმაციამ კომპანიის მიმართ ინვესტორთა ინტერესის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. პრეზენტაციის შემდეგ Kodak-ის აქციები 92%-ით გაძვირდა და  $5,95 მიაღწია. აქციების მაქსიმალური ფასი კი, ნიუ-იორკის ბირჟაზე 6.65 დოლარამდეც გაიზარდა.

მედია წერს, რომ Eastman Kodak არ არის ერთადერთი ვინც კრიპტოვალუტის გამოშვების ხარჯზე ცდილობს ყურადღების მიპყრობას.  ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის არსებული ვითარებიდან გამოსავალი.

„ეს უკვე სასაცილოა. თუ ვისაუბრებთ თავად იდეზე, ასეთი მცდელობები უბრალოდ უაზროა“, – მიიჩნევს Bright Traiding -ის ტრეიდერი დენის დიკი.

100 წელზე მეტი ხსნის წინ დაარსებული Eastman Kodak წლების მანძილზე ფოტომოწყობილობებში ლიდერი იყო, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ლიდერობაც დაკარგა და კინაღამ გაკოტრდა კიდეც. 2004 წლიდან მისი აქციების ფასი 90%-ზე მეტად დაეცა.

Gbc.ge

Share