Home » ეკონომიკა » აჭარის რეგიონიდან 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული
აჭარის რეგიონიდან 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული

აჭარის რეგიონიდან 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული

29 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონიდან რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელარუსის მიმართულებებით უკვე ექსპორტირებულია 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი.

რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 7 700 ტონა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი 30-მდე საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 2 საკონსერვო ქარხანა ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტს შეადგენს. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ცალი საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობენ და კონცენტრატის სახით ამუშავებენ 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს საკოორდინაციო შტაბი. კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს.

Share