Home » ეკონომიკა » საქსტატი: 2017 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა
საქსტატი: 2017 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა

საქსტატი: 2017 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა

„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,7%, ხოლო 2017 წლის თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8% შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში.

2012 წლის იანვრიდან „საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

Share