Home » ფინანსები » დავით ჭიჭინაძე: ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ
დავით ჭიჭინაძე: ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ

დავით ჭიჭინაძე: ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ

ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ჩარევა.

„ორი წელი და 10 თვე, ეს არის 2015, 2016 წლები და მიმდინარე წლის 10 თვე – ეს ის პერიოდია, როცა ამ ქვეყანაში ლარის კურსი არის უკვე არასტაბილური. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბანკები უკვე ლარის არასტაბილურობით დიდ ფულს შოულობენ. მე ვფიქრობ, აქ ეროვნული ბანკის ჩარევა საკმაოდ მნიშვნელოვანია“, – მიმართა სებ-ის პრეზიდენტს ჭიჭინაძემ.

Share