Home » მსოფლიო » მიმდინარე წელს ბიტკოინის ღირებულება 875%–ით გაიზარდა

მიმდინარე წელს ბიტკოინის ღირებულება 875%–ით გაიზარდა

Bitcoin–მა 10 000 დოლარიანი ნიშნულიც გადალახა

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ღირებულებამ 10 ათას დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. აშშ-ში კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა ფასმა 10085,5 დოლარი შეადგინა, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ 165,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ვიფრული ვალუტისთვის მიმდინარე წელი სავსე იყო როგორც დაღმასვლებით, ასევე აღმასვლებით. იყო “ჯეი პი მორგანისა” და სხვა დიდი ბანკების აღმსარულებელი დირექტორების ნეგატიური განცხადებები, რამაც გამოიწვია ბიტკოინის ფასის 3 800 დოლარამდე დაცემაც. თუმცა, ეს დროებითი აღმოჩნდა და საბოლოოდ, დღეის მონაცემებით,   2017 წლის იანვრის შემდეგ ბიტკოინის საერთო ღირებულებამ 875%–ით მოიმატა.

განსხვავებულია სპეციალისტთა მოლოდინები კრიპტოვალუტის მიმართ. თუმცა ფაქტია, უოლ სტრიტზე არსებულ კომპანიათა ნაწილი “ხურდება” ციფრული ვალუტის ბაზარზე ადაპტირებისთვის. სპეციალისტთა ნაწილი პროგნოზირებს, რომ 2018 წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც ტრადიციული ფინანსური მომსახურების მქონე ფირმები აღმოჩნდებიან სწორედ ციფრული ვალუტის სამყაროში. 

Share