Home » ახალი ამბები » „ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს მოვახმარ“
„ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს მოვახმარ“

„ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს მოვახმარ“

მთელს ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა მიმართულებით არის გამოწვევები და შესაბამისად, ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ძალიან მალე წარადგენს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც იმუშავებს.

„გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დღეს განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახლად დანიშნულ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა გადააბარა.

Share