Home » საზოგადოება » „სამინისტროების რაოდენობის შემცირება კიდევ შესაძლებელია”
„სამინისტროების რაოდენობის შემცირება კიდევ შესაძლებელია"

„სამინისტროების რაოდენობის შემცირება კიდევ შესაძლებელია”

ბიზნესმენი თემურ ჭყონია „საქმის კურსთან“ მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს აფასებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირება კვლავ შესაძლებელია.

„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ის ცვლილებები, რომლებიც მთავრობის ხარჯების ოპტიმიზაციაზე იქნება ორიენტირებული, ასევე ცვლილებების შემდეგ მართვა გახდება მეტად მარტივი.

14 სამინისტრო დარჩა საქართველოს და მათი ოპტიმიზაცია კიდევ შესაძლებელია. ამ პატარა ქვეყანას, თავის პატარა ბიუჯეტით, პატარა შემოსავლებით და პატარა ინფრასტრუქტურით სამინისტროების ეს რაოდენობა არაეფექტურს ხდის მართავში“, – ამბობს თემურ ჭყონია და დასძენს, რომ შესაძლებელი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოპტიმიზაციაც.

Share