ახალი ამბები

სხვა სიახლეები
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სა...

სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში - ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი უნივერსიტეტების და შესაბამისად, სტიპენდიატების რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი, მიზანდასახული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ვქმნით განათლების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.სტუდენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიები მათი შრომის დაფასებაა, რომელიც აძლევს მათ დამატებით მოტივაციას და უღრმავებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.„ჩვენ გვჯერა, რომ მცირე წარუმატებლობას შენი შეჩერების უფლება არ უნდა მისცე; საქართველოს ბანკის სტიპენდიაც ხომ სწორედ ამისთვისაა“, - აღნიშნავენ სტიპენდიატები.რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას?საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 15 პარტნიორ უნივერსიტეტში.გამარჯვებულების გამოსავლენად კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მთავარი მაღალი აკადემიური მოსწრება და სტუდენტების მოტივაციაა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.ამასთან, საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვისთანავე შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულის შესარჩევად განსხვავებული კრიტერიუმები მოქმედებს.„გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ  არც უგრანტობით სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი,  თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იმუშაო, წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის“, - აღნიშნავს ლილი კერესელიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.საქართველოს ბანკის მიზანი ახალგაზრდების და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ არის ერთჯერადი ინიციატივა. სტიპენდიის მოპოვების ან მისი შენარჩუნების შესაძლებლობა ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ.სტიპენდიებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

1714140506

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავ...

Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს. პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager-ი, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი, ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

1714135537

UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, მაგრამ ტაქსის გამოძახება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.2009 წელს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Uber-ი ამჟამად 70 ქვეყანაში ოპერირებს, 6 მილიონამდე მძღოლს აერთიანებს და ყოველდღიურად 131 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. დაფუძნებიდან დღემდე Uber-ის ტაქსებს რამდენიმე მილიარდი შეკვეთა აქვთ შესრულებული, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნებს შორის მოგზაურობასაც მოიცავდა. ტაქსის სერვისის გარდა, Uber-ის დახმარებით შესაძლებელია ამანათის მიტანა, საკვების გამოძახება და ცხოველის გადაყვანა. Uber-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება - კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $144 მილიარდს აღემატება.BM.GE

1714135325

2024 წლის მარტში, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ₾1.54 მლრდ-...

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მლნ ლარით (1.93%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 974.63 მლნ ლარით (4.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.84 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 15.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.95%-ით მეტი).2024 წლის მარტის განმავლობაში 2.00%-ით, ანუ 547.91 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 27.93 მლრდ ლარი შეადგინა.2024 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.20 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

1714132429

დეპოზიტების მოცულობა ₾51.81 მლრდ-მდე გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 706.91 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.78%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 607.05 მლნ ლარით, ანუ 2.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.41%-ით).რაც შეეხება დეპოზიტების ლარიზაციას, შესაბამისმა კოეფიციენტმა 2024 წლის მარტის ბოლოსთვის 50.33% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით).ამასთან, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.60% შეადგინა.

1714132372

საქართველოს ბანკისა და GAIA-ს თანამშრომლობა: ახალი შესაძლებლობები AI მ...

საქართველოს ბანკისა და GAIA-ს პირველი პროექტი ქართულის, როგორც მცირე რესურსიანის ენის, AI-ის მიმართულებით განვითარებას ისახავს მიზნად. მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია 27 აპრილს ჩატარდება, სადაც ენის მოდელების სპეციალისტები დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციისა და GAIA-სთან პარტნიორობის შესახებ საქართველოს ბანკის Chief analytics officer მიხეილ ნადარეიშვილი გვესაუბრა.როგორ დაიწყეს თანამშრომლობა საქართველოს ბანკმა და GAIA-მ?GAIA-მ დაფუძნებისას მოგვმართა ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი AI მიმართულება აქვს. ჩვენ სიამოვნებით ჩავერთეთ ამ წამოწყებაში, წარმოდგენილი ვართ GAIA-ს სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვადასხვა პროექტში და აქტიურად ვთანამშრომლობთ.რატომ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი GAIA-ს და ზოგადად ამ მიმართულებას?AI-ს ნახტომისებური განვითარება ბოლო წლებში ითვლება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ნაწილად და მისი საშუალებით მოხდება ძალიან ბევრი მიმართულებით ცხოვრების დონის ამაღლება. საქართველოს ბანკს უკვე წლებია, აქვს სტრატეგიული მიზანი — მაქსიმალურად გამოიყენოს მონაცემები AI ოპერაციული ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და კლიენტებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად. GAIA-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის ამ სტრატეგიის ნაწილია. ასოციაციას აქვს ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს AI საქართველოში და აქტიურად ცდილობს, წვლილი შეიტანოს როგორც AI ცნობადობის ამაღლებაში ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სექტორში.რას აკეთებს საქართველოს ბანკი AI მიმართულებით?საქართველოს ბანკში გვაქვს 50-ზე მეტი AI მოდელი, რომლებიც ბანკის ყველა მიმართულების პროცესებშია ინტეგრირებული. ამ მოდელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად, სრულად ავტომატურად, წამებში დავამუშაოთ კლიენტების სასესხო განაცხადები და გავცეთ სესხები, შევთავაზოთ კლიენტებს მათზე მორგებული პროდუქტები ჩვენი mBank-ის საშუალებით, მოვემსახუროთ მათ სრულიად ავტომატურად ჩვენს ჩეტში ჩეტბოტის საშუალებით და ა.შ.რა მნიშვნელობისაა ეს პარტნიორობა და რამდენ ხანს გაგრძელდება?როგორც უკვე ვახსენე, საქართველოს ბანკისთვის AI სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც მომდევნო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად განვავითარებთ. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე სხვა ორგანიზაციებთან და AI-თი დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთობა, საჯარო სექტორთან დიალოგი AI რეგულაციებისადმი ეფექტური მიდგომების შესამუშავებლად და ზოგადად AI ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვაფასებთ GAIA-ს წვლილს ამ მიმართულებით და გვინდა, მხარი დავუჭიროთ მას.ენის მოდელებზე რა გამოწვევებია ინდუსტრიაში და რა მიზანი აქვს კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს?მას შემდეგ, რაც ენის მოდელებში რევოლუციური წინსვლა მოხდა და ბაზარზე გამოჩნდა დიდი შესაძლებლობების მქონე AI ჩეტბოტები, გააქტიურდა დისკუსია იმის შესახებ, რომ ქართულ ენასაც სჭირდება ენის მოდელების განვითარება, რომლებიც სხვა გამოყენებებთან ერთად, ქართულენოვანი ჩეტბოტის შექმნის საშუალებას მოგვცემს.ჩვენი ენა, მასზე მოლაპარაკე ადამიანების (და შესაბამისად, ამ ენაზე შექმნილი წერილობითი მასალის) სიმცირის გამო ითვლება ე.წ. “მცირე რესურსიან” ენად. ეს ქმნის პრობლემას ქართული ჩეტბოტის შექმნისთვის, რადგანაც მიმდინარე ენის მოდელებს ძალიან დიდი მოცულობის წერილობითი მასალა სჭირდებათ ისეთი დახვეწილი ჩეტბოტების განსავითარებლად, რომლებსაც ჩვენ ინგლისური ენისთვის ვხედავთ.თუმცა კვლევები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და იქმნება მოდელირების ისეთი მიდგომები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მცირე რესურსიანი ენებისთვის მძლავრი ენის მოდელის შექმნა. ამ შეხვედრების მიზანია, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რათა ყველამ ერთად უფრო სწრაფად შევძლოთ წინსვლა ამ მიმართულებით.

1714132294