Home » საზოგადოება » აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ძირითადი თანხები დონორებიდან მოზიდული ფინანსებიდან დაიხარჯება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ძირითადი თანხები დონორებიდან მოზიდული ფინანსებიდან დაიხარჯება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ძირითადი თანხები დონორებიდან მოზიდული ფინანსებიდან დაიხარჯება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითადი თანხები დონორებიდან მოზიდული ფინანსებიდან დაიხარჯება, – ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, თანხების მოსაზიდად სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორთა დიდი საკოორდინაციო საბჭოს გამართვას გეგმავს.

„დონორები მაქსიმალურ ჩართულობას იჩენენ და ჩვენ მათი თანადგომის იმედი გვაქვს. სწორედ მათგან მოზიდული თანხები იქნება სავარაუდოდ ის ძირითადი თანხები, რომელიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი დამუშავებული აქვს. მომავალი კვირის სამშაბათს ჩვენ დონორთა დიდი საკოორდინაციო საბჭო გვაქვს, სადაც ბევრად უფრო დიდ ბიუჯეტს განვიხილავთ, ვიდრე მიმდინარე წელს დაიხარჯა. ჩვენ ვცდილობთ, ხარჯები, რომელიც აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული იქნება, გაწეული იქნას არა ბიუჯეტის მიერ, არამედ დონორების მიერ. იმიტომ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა მსოფლიო პრობლემაა და ევროპისა და ამერიკის მიერ აღიარებულია“, – განაცხადა ხანიშვილმა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონი უკვე დაიხარჯა. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში კი ამ პრობლემისთვის ოთხი მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

Share