Home » მსოფლიო » „თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს“
„თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს“

„თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს“

თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ძალების გეგმების თანახმად, თურქეთის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი უნდა შეიქმნას.

”თუ ანკარა არაფერს მოიმოქმედებს, ეს გეგმები განხორციელდება. ვფიქრობ, ჩვენი რეაქცია ცოტათი დაგვიანებულიც კი არის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერისთვის ევროკავშირი გააკრიტიკა.

„თურქეთის უარყოფითი რეაქციის საპასუხოდ ევროპელები აცხადებენ, რომ გიულენის მხარდაჭერებმა თავშესაფარი მიიღეს. რა თავშესაფარზე მიდის საუბარი?! ეს ხომ მოღალატეები, მკვლელები და ტერორისტები არიან. თურქეთის სასამართლომ მათ განაჩენი გამოუტანა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ამიერიდან ანკარას პოზიცია შესაბამისი იქნება.

„თუ ევროკავშირის ქვეყნებისგან რომელიმე პირის გაცემის მოთხოვნას მივიღებთ, თურქეთი მათ შეახსენებს, თუ რა პასუხი მივიღეთ ჩვენს მოთხოვნებზე“, – დასძინა მან.

Share