ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ვის გაეზრდება პენსია მაისიდან 1200 ლარამდე?

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ – რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. ასევე გათვალისწინებული იქნება ინდექსაციის საკითხი და წოდებებიდან გამომდინარე გაიზრდება კოეფიციენტები.კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იგი მოიცავს ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ამ ინიციატივას დროული და საჭირო უწოდა.„საკმაოდ პოზიტიური ცვლილებებია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. 2006 წლის შემდეგ კომპენსაციის მატება არ ყოფილა. 20 ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2005-2015 წლებში მომუშავე მეხანძრე-მაშველებიც დაემატა ამ სიას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. წყარო: metronome.ge

1714565740

ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე...

„ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა ხალხს გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე შეუტია. ათობით ადამიანს სცემეს და უკან დაახევინეს. ქაოსს, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები იდგნენ, ცრემლსადენი გაზი დაემატა.მაშინ როდესაც სპეცრაზმი თბილისის ცენტრალური ქუჩების გაწმენდას აგრძელებდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, მოუწოდა, რომ დემონსტრანტების დარბევის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან მკაცრი პოზიცია დაიჭიროს“, - წერს POLITICO.„მან უნდა გამოაცხადოს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა არ იქნება. ყველა კრიტერიუმი, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს, არ დაკმაყოფილდა და ეს ახალი ესკალაცია ყველა იმ სამოქალაქო სტანდარტს აშკარად ეწინააღმდეგება, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხერტ იან კოოპმანსი საქართველოს 1-2 მაისს ეწვევა.

1714552730

"სიჩუმე არის ღალატი - ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფუ...

შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები ხმაურისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ამასთან, კანონის პროექტს უარყოფითად აფასებენ ევროპარლამენტარები, თუმცა ბოლო პერიოდში, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა, აღნიშნულ საკითხში მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. კახა ხაზარაძე საკუთარ პოსტში, სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს."მეგობრებო, ახლა კარგად მომისმინეთ. ძირითადად ჩემს სფეროში მოღვაწე ადამიანებს მივმართავ, ანუ ბიზნესმენებს. 1 კვირის წინ დავწერე პოსტი და ვცდილობდი, მაქსიმალურად თავშეკავებული ვყოფილიყავი. გამგებმა გაიგო და ვინც ვერ გაიგო, ვწერ მათთვის.გუშინდელი ოცნების დაორგანიზებულ კონტრაქციაზე ბაღის აღსაზრდელისთვისაც ნათელი გახდა, რა უნდა ..... ერთ კაცს და ვის ინტერესს ემსახურება, თუ არადა რუსეთის და საით მიათრევს ქვეყანას.დღეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ოჯახი, მეგობარი, სამშობლო და რაც მთავარია, გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების წინაშე, სიჩუმე არის ღალატი, უმოქმედობა არის ღალატი. გადადგით კონკრეტული ნაბიჯი, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ( ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული და ქონება ამჯობინეს შვილების მომავალს).მერწმუნეთ, რომ თავისუფლების ფასი არ არსებობს, მას ვერ იყიდი, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა ღირს, სიცოცხლის დათმობაც ღირს, როცა შენს მომავალს ეხება.მე, ჩემი ოჯახის ჩათვლით, მომავალს ევროპული სამყაროს ნაწილად აღვიქვამ. ვერ ვიცხოვრებ ვერც რუსეთში, ვერც ირანში, ვერც ჩრდილოეთ კორეაში, და რაც მთავარია, არსად წასვლასაც არ ვაპირებ. ჩემს სამშობლოს საჯიჯგნად მტერს არ დავუტოვებ.ვიყოთ ღირსეულები და ვიბრძოლოთ ბოლომდე, უკან დასახევი გზა სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს.ღმერთი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს",- წერს კახა ხაზარაძე.

1714548664

გაზრდილია ალბათობა, რომ წელს საქართველოში 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფ...

როგორც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ BMG-ის განუცხადა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 7.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე მიუთითებს, რომ იზრდება მათი პოზიტიური სცენარის განვითარების ალბათობა, რაც 7%-ია.მისი თქმით, რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის შედარებით კლების ფონზე, სავალუტო შემოდინებები ისეთი მიმართულებებით ბალანსდება, როგორიცაა მაგალითად, IT სექტორი.„მარტში ეკონომიკური ზრდა ჩვენს მოლოდინზე მაღალი, 8.% დაფიქსირდა და ჯამურად პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლისთვის ჩვენი საბაზო სცენარი 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, თუმცა ასეთი ზრდის ტემპი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენი პოზიტიური სცენარი გამართლდეს და წლიურ ჭრილში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შენელდა და მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ ზრდაში მოხმარების კომპონტენტის კონტრიბუცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.ის, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, მიუთითებს იმაზე, რომ 7.8%-იან ზრდაში მოხმარების კომპონენტს კვლავ დიდი წვლილი ექნება. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, ადრე მიგრაციის ეფექტის გათვალიწინებით, უფრო მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა. რაც გვაქვს დანაკლისი მიგრაციის ეფექტის შენელებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაბალანსებულია სხვა არხებიდან. ეს წყაროებია IT მომსახურების ექსპორტი, ასევე განათლების მიმართულება. შესაბამისად, მიმდინარე წლის ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება და ჩვენი შეფასებით, ის აღემატება ქვეყნის პოტენციური ზრდის ტემპს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

1714548465

Rankers - თქვენი ბიზნესის მეგზური ციფრულ სამყაროში

ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, Rankers-ის გუნდი ინდივიდუალურ სტრატეგიებს ქმნის, რაც საბოლოოდ ბიზნესის წარმატების გარანტი ხდება. უფრო ვრცლად, თუ რა სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის Rankers-ი ქართულ ბაზარზე, Entrepreneur-ი კომპანიის თანადამფუძნებელს, თინათინ ჭკადუას ესაუბრა. თინათინს ციფრულ მარკეტინგში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში. ამ დროის განმავლობაში იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში რამდენიმე ათეულ პროექტზე მუშაობდა, მათ შორის კი ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.როგორია Rankers-ის ნიშა ადგილობრივ ბაზარზე და რა განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობთ კომპანიებს?ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ციფრული მარკეტინგის სააგენტოებისგან განსხვავებით, Rankers-ში, ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომპანიებს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან ინდივიდუალურ სტრატეგიებს ვთავაზობთ. ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ სტანდარტულ სოციალურ ქსელებს - Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, არამედ ისეთ ციფრულ არხებს, როგორიცაა Telegram-ი, Whatsapp-ი, Discord-ი, Reddit-ი, X-ი და Wechat-ი. აღნიშნული პლატფორმები, ფაქტობრივად, აუთვისებელია ბაზარზე მაშინ, როდესაც სწორი სტრატეგიის მეშვეობით, ოპტიმალური და ზოგიერთი ინდუსტრიისთვის უფრო მოგებიანიც კი არის მათი გამოყენება.აღსანიშნავია ისიც, რომ Rankers-ში ინდივიდუალურად შემუშავებული მომსახურების პაკეტები გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი სიდიდის ბიზნესს მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურება შევთავაზოთ.ძირითადად რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ და როგორია სამუშაო პროცესი Rankers-ში?თითოეულ ბიზნესთან მათი საჭიროებების განსაზღვრისა და სწორი სამუშაო სტრატეგიის შექმნის მიზნით ერთი გუნდი მუშაობს, იგივე Dedicated Teams-ი. შემოქმედებითი გუნდის წვერების ოდენობა ბიზნესის მიზნებიდან თუ ინდუსტრიიდან გამომდინარე იცვლება, მაგრამ არასდროს არის 5 წევრზე ნაკლები. აღსანიშნავია, რომ Rankers-ის გუნდები მხოლოდ Senior სპეციალისტებისგან შედგება.მსურს, განსაკუთრებით გამოვყო კრიპტოინდუსტრიაში წარმატებით განხორციელებული პროექტები, რადგან ქართული ლიცენზიების არაღიარების გამო, კრიპტოინდუსტრია რეკლამირების კუთხით უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მსგავს პროექტებზე განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა სწორ კონტენტსტრატეგიასა და SEO ოპტიმიზაციას, რადგან მომხმარებელთა უმრავლესობა ონლაინსივრცეში სასურველი მომსახურებისა თუ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას უმეტესად google-ის საძიებო სისტემიდან იწყებს.როგორ შეაფასებდით Rankers-ის 2-წლიანი მუშაობის შედეგებს, რა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში? განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც პარტნიორი კომპანიების თვალსაჩინო წარმატებას ვხედავთ და ვიაზრებთ, რომ ამაში ჩვენი წვლილიც გვაქვს შეტანილი. გასული წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა Rankers-ისთვის, ჩვენთან პარტნიორობის შედეგად კომპანიებმა კიდევ უფრო გაამყარეს საკუთარი პოზიციები ბაზარზე და წლის დასახული მიზნებიც წარმატებით შეასრულეს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი საერთაშორისო ონლაინკრიპტოკაზინოსთვის გაკეთებულ SEO ოპტიმიზაციას.ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მუშაობას 0-იდან ვიწყებთ - ბრენდის სტრატეგიული და ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებით, ასეთ დროს მთელი გუნდი აქტიურად ერთვება ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში. შეგრძნების დონეზეც კი ასეთ კომპანიებთან მუშაობა, სადაც ყველაფერი ჩვენი შექმნილია - სახელი, ლოგო, ფერები, ვებსაიტი თუ სოცმედიაგვერდები, ორმაგად სასიამოვნო და შთამაგონებელია.აქტიური სამუშაო პროცესის მიუხედავად, წარმატების საზომი მაინც ციფრებია, რომლითაც ნებისმიერ მარკეტინგულ კამპანიასა თუ აქტივობას ვაფასებთ. Rankers-ის 2023 წლის საქმიანობა ციფრებში კი ასე გამოიყურება:წლის განმავლობაში ვიმუშავეთ 57 ბრენდთან;სხვადასხვა ციფრული მომსახურება გავუწიეთ 19 ინდუსტრიას;გადავიღეთ 38 სარეკლამო ვიდეო;სარეკლამო კამპანიებზე დავხარჯეთ 480k+ ლარი;შევქმენით 28 კომპანიის ვიზუალური იდენტობა და ბრენდინგი;დავწერეთ 1000+ სხვადასხვა მარკეტინგული ტექსტი.როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა?უახლოს მომავალში გვსურს, Rankers-ის ოფისმა WEB3 სივრცეში გადაინაცვლოს და ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყაროთ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. ასევე უფრო მეტად განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც სხვა მარკეტინგული სააგენტოებისგან ნათლად გამოგვარჩევს.

1714548214

„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტო...

უსაფრთხოება, გამძლეობა, კომფორტი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც „ასტრაზენეკამ“ იხელმძღვანელა და არჩევანი ვოლვოს ბრენდზე შეაჩერა. ელექტრომობილების გადაცემის ცერემონია გასულ კვირას „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველომ“ შვედური ბრენდის ელექტრომობილები XC40 და EC40 კომპანიას დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდა.მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. მოლაპარაკებები კომპანიასთან 2023 წლის მიწურულს დავიწყეთ და შეთანხმებას მალევე მივაღწიეთ. შედეგად „ასტრაზენეკას“ ავტოპარკი სრულად განახლდება VOLVO-ს ელექტრომობილებით. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება გარემოზე ზრუნვის საკითხს და მთელი ავტოპარკი ელექტრული ავტომობილებით ჩაანაცვლა, მეორე მხრივ კი, აქცენტს აკეთებს  უსაფრთხოებასა და ხარისხზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, მოვრგებოდით კომპანიის მოთხოვნებსა და მიწოდების ვადებს. საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. მინდა, „ასტრაზენეკას“ მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ზრუნავს გარემოზე და ირჩევს „ვოლვოს“ ბრენდს“.„ასტრაზენეკას“ გეგმაა, კომპანიის ავტოპარკი 2026 წლისთვის 100%-ით ელექტრული გახდეს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ავტომობილების შერჩევის პროცესში საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და კრიტერიუმები ჰქონდათ. ეკოლოგიურობასთან ერთად, პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება „ვოლვო ქარ საქართველომ“ შეძლო, შესაბამისად, კომპანიის ავტოპარკი VOLVO-ს ელექტრომოდელებით ჩანაცვლდება.მაია მაისურაძე, „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის“ წარმომადენლობის დირექტორი საქართველოში: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება და ამ გამოწვევაში საკმაოდ მაღალი კრიტერიუმები გვქონდა. პარტნიორმა კომპანიამ კი სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ და წარმატებული თანამშრომლობა შედგა „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის. ჩვენი ავტოპარკის 80% უკვე განახლდა და წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით“.მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში შვედეთის საელჩოს ჩართულობა, რომელიც საქართველოში მოქმედ შვედურ კომპანიებს ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება. ავტომობილების გადაცემის პროცესს საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი ილვა ფესტინი ესწრებოდა.ილვა ფესტინი, საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი: „ვოლვო ქარ საქართველო“ და „ასტრაზენეკა“ საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ კი ამ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შვედურ კომპანიებს საქართველოს მიმართ აქვთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ქართული ბიზნესი თანმიმდევრულად ვითარდება როგორც მსოფლიოში არსებულ მიზნებთან, ასევე მდგრადობის პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გვსურს, ამ თანამშრომლობით სხვა კომპანიებიც წავახალისოთ, რადგან, თუ კომპანიას სურს, მომავალში რელევანტურად დარჩეს, მდგრადი განვითარების გზაზე უნდა დადგეს“.აღსანიშნავია, რომ გლობალურად „ასტრაზენეკას“ სტრატეგია, სათბურის აირების ემისიის შემცირებაა გარემოში, ამ პროცესში კი კომპანიის მხარდამჭერი შვედური ავტომწარმოებელი „ვოლვოა“. ბრიტანულ-შვედური ფარმაკოლოგიური გიგანტის AstraZeneca-სა და შვედური ავტომწარმოებლის Volvo-ს პარტნიორება 40-წლიან ისოტრიას ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამაც არჩევანი სწორედ „ვოლვო ქარ საქართველოზე“ შეაჩერა.--„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

1714487440