ახალი ამბები

სხვა სიახლეები
2025 წლის II კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულება წლიურად...

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.3-პროცენტიანი კლებით, რამაც -4.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.ამასთან, უწყების ანგარიშით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 20.1-პროცენტიანი მატებით, რაც 9.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 10.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 37.8 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, -4.11 და 7.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

1756203462

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.96%-ით გაიზარდა

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.

1756203227

2024 წელს საქართველოს სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მლნ სტუმარს მ...

"საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 7.0 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა ქ. თბილისსა (22.5 პროცენტი) და აჭარის ა/რ-ში (20.5 პროცენტი).სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2024 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 62.9 პროცენტს.სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2024 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 610.5 ათას კვადრატულ მეტრს (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 616.5 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტი).2024 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 113.5 ათასი შეადგინა, რაც 5.3 პროცენტით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 51.2 ათასი შეადგინა.2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 63.5 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 549.9 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.9 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 57.4 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 30.6 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 20.8 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ, უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 8.2 პროცენტს შეადგენდნენ.2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (89.8 პროცენტი).სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 15.4 და 14.7 პროცენტი).2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (53.3 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ.

1756203066

სასამართლო დაადგენს, არის თუ არა ბათუმის N7 ბაგა-ბაღის გამგე თავის 12...

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 5 აპრილს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების N7 საბავშვო ბაღში ორი ამღზრდელის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული დისციპლინური წარმოება, დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო შეწყდა. აღმზრდელებს კანონსაწინააღმდეგო არც ერთი მოქმედება არ დაუდასტურდათ, მათ შორის არასრუწლოვანებზე რაიმე ფორმით ზემოქმედება. ასევე, არ დადასტურდა ერთ-ერთი აღსაზრდელის კანონის გვერდის ავლით ჩარიცხვის პროტექცია თანხის - 100 აშშ დოლარის თითქოსდა მშობლისგან მიღების სანაცვლოდ. შესაბამისად, მიღებულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ორი აღმზრდელის მიმართ ადგილი ჰქონდა პიროვნული შეუთავსებლობისა და შურისძიების მოტივებით წარმოებულ უკანონო მმართველობით ღონისძიებას, რომელიც დაგეგმა და განახორციელა N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუამ. კერძოდ, სოფიო ჩიჩუა სრულიად დაუმსახურებლად და უპატიებლად, წარსულში არსებული ე.წ. წყენა გამოიყენა ზაირა ბ.-ძის წინააღმდეგ, რათა მოეშორებინა საკუთარი ტერიტორიული სივრციდან, წინასწარი შეცნობით, უზრუნველყო კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვება და შექმნა, განახორციელა პირის იძულება და დაშინება, დანაშაულის პროვოკაცია და უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორციელება, პირადი მიზნებით, რასაც შედეგად მოჰყვა ზაირა ბ.-ძის, ასევე მისი შვილის, ამავე ბაღის აღმზრდელის, ირინა პ.-ს სამუშაო ადგილიდან დროებით გადაყვანა.კერძოდ, სოფიო ჩიჩუამ იძულების, შანტაჟის, მუქარისა და ზემოქმედების ქვეშ, მართლსაწინააღმდეგოდ, ბაღის აღსაზრდელის ერთ-ერთ მშობელს, თამრიკო ღორჯომელიძეს ათქმევინა, რომ თითქოსდა ზაირა ბ.-მ მისი შვილის ჩარიცხვისთვის აიღო 100 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ საქმეს შესაბამისს მსვლელობას მისცემდა. თამრიკო ღორჯომელიძე სოფიო ჩიჩუას სთხოვს, რომ არ სურს შემდგომი პრობლემების შექმნა, პოლიციასთან ურთიერთობა, რაზეც სოფიო ჩიჩუა პასუხობს, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა ამ სირთულეების გარეშე გარკვეულიყო საქმე. აუდიო-ჩანაწერი, რომელიც თავად ბაღის გამგემ შექმნა, სოფიო ჩიჩუა ამბობს, რომ ზაირა ბ.-ს მიმართ აქვს შეუთავსებლობა, აღმზრდელს მოიხსენიებს არაერთიკურად, შეხვედრა კი მიმდინარეობს თამრიკო ღორჯომელიძის სულიერი აღელვების ფონზე, განწირული ტირილით, რომ იმ უსიამოვნო საქმეში, რისთვისაც სოფიო ჩიჩუას სურდა მშობლის უკანონო აღიარება, თავად თამრიკო ღორჯომელიძე არ გარეულიყო„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სოფიო ჩიჩუამ მშობელ თამრიკო ღორჯომელიძესთან საუბრის ჩანაწერი გადაუგზავნა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორ დავით დიასამიძეს და მოსთხოვა რეაგირება. მოკვლევის დაწყებამდე, ზაირა ბ. და მისი შვილი ირინა პ, რომელიც არავითარ შემხებლობაში არ იმყოფებოდა ფაქტის იმიტაციასთან, გადაყვანილი იქნა ბათუმის სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 აპრილს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ N7 საბავშვო ბაღში ორი ამღზრდელის მიმართ დისციპლინური წარმოება, დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო შეწყდა, დღის წესრიგში დადგა პედაგოგების პირვანდელ სამუშაო გარემოში დაბრუნების საკითხი, რასაც ორგანიზებული აქციით დაუპირისპირდა N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძე.კერძოდ, 2024 წლის 3 აპრილს, დისციპლინური წარმოების შედეგების წინასწარი ინფორმირების შედეგად, N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძე დაუკავშირდა აჭარაში მოქმედ მედია-საშუალებებს, შეკრიბა მასთან დაკავშირებული მშობლები (რომლებიც არ აღნმოჩნდნენ პედაგოგის ჯგუფში რიცხული აღსაზღდელთა მშობლები) და გააკეთებინა საჯარო განცხადებები პედაგოგების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე. მშობლებმა: თამილა ხოზრევანიძემ, რუსუდან ჯორბენაძემ, ანა ჯაიანმა, ია ტიკარაძემ, ცირა აბაშიძემ, ქეთინო საგინაძემ, შორენა ჩხიკვაძემ, ლოლიტა ბერიძემ, მაგდა მიქაბერიძემ, მანანა მახარაძემ და ნინო დავითაძემ, როგორც მედიასთან საჯარო განცხადებების გზით, ასევე სპეციალურად მომზადებულ ახსნა-განმარტების დოკუმენტაციაში ზაირა ბ-სა და ირინა პ.-ს მიმართ გამოიყენეს ცილისწამებლური გამონათქვამები, რომელის ნამდვილობის დასადასტურებლად, არც ერთ მოპასუხეს, ვარგისი მტკიცებულება არ გააჩნია. მეტიც, ბოლო 1 წლის განმავლობაში, N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძის გარდა, არც ერთ მოპასუხეს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის. მეტიც, N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძე, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოყენებული მშობლების მიმართ ავრცელებდა ცრუ ცნობებს, რომ თითქოსდა სასამართლოში არავითარი საქმისწარმოება არ მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ, არაკეთილსინდისიერი ქცევა და პირადი პასუხისმგებლობისგან გაქცევის მაგალითს წარმოადგენს.„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოებული დავის მოთხოვნებს წარმოადგენს: სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძის, თამილა ხოზრევანიძის, რუსუდან ჯორბენაძის, ანა ჯაიანის, ია ტიკარაძის, ცირა აბაშიძის, ქეთინო საგინაძის, შორენა ჩხიკვაძის, ლოლიტა ბერიძის, მაგდა მიქაბერიძის, მანანა მახარაძის, ნინო დავითაძისა და თამრიკო ღორჯომელაძის მიერ ინდივიდუალურად გაკეთებული სადავო განცხადებები დადგინდეს, რომ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას.   სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძის, თამილა ხოზრევანიძის, რუსუდან ჯორბენაძის, ანა ჯაიანის, ია ტიკარაძის, ცირა აბაშიძის, ქეთინო საგინაძის, შორენა ჩხიკვაძის, ლოლიტა ბერიძის, მაგდა მიქაბერიძის, მანანა მახარაძის, ნინო დავითაძისა და თამრიკო ღორჯომელაძის მიერ გაკეთებული ინდივიდულაური განცხადებების უარყოფა მოხდეს ეროვნული მაუწყებლის - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „TV25“-ის საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით,   დადგინდეს, (აღიარებულ იქნეს) რომ ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების N7 საბავშვო ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძესა და მშობელ თამრიკო ღორჯომელაძეს შორის 2023 წლის 28 სექტემბერს შექმნილი დოკუმენტი - აუდიო ჩანაწერი იმ ნაწილში, რომლითაც ზაირა ბ.-ს შესახებ სახელის გამტეხი ცნობები გავრცელდა. კერძოდ, თანხის სანაცვლოდ თამრიკო ღორჯომელაძის შვილის N7 ბათუმის ბაგა-ბაღში მიღებასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა ცილისწამებას და დოკუმენტის შექმნის სიყალბე ემსახურებოდა ზაირა ბ.-ს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძესა და თამრიკო ღორჯომელაძეს სოლიდარულად დაევალოს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში, დოკუმენტის სიყალბის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „TV25“-ის საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით.   თამილა ხოზრევანიძეს, რუსუდან ჯორბენაძეს, ანა ჯაიანს, ია ტიკარაძეს, ცირა აბაშიძეს, ქეთინო საგინაძეს, შორენა ჩხიკვაძეს, ლოლიტა ბერიძეს, მაგდა მიქაბერიძეს, მანანა მახარაძესა და ნინო დავითაძეს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, ცილისწამებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, დაევალოთ 3000-3000 ლარის გადახდა, ხოლო სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძესა და მშობელ თამრიკო ღორჯომელაძეს - 5000-5000 ლარის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამართლებული პედაგოგების კიდევ ერთი საქმე ა(ა)იპ ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების მიმართ მიმდინარეობს, სადაც დავის საგანს ორი პედაგოგის: ზაირა ბ.-ისა და ირინა პ-ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე დაბრუნებაა. სასამართლოს 17.06.2025 მიიღო გადაწყვეტილება დასახელებულ საქმეზე N7 ბაგა-ბაღის გამგის, სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძის, სადავო პერიოდში, გაერთიანების დირექტორის მოადგილის მეთოდოლოგიის დარგში ზაირა ქაჯაიასა და N7 ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობლის, თამრიკო ღორჯომელაძეს მოწმის სახით გამოკითხვაზე. ამასთან, სასამართლომ მოუწოდა ა(ა)იპ ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანებას მომჩივან მხარესთან დავა მორიგებით დაასრულოს და გაიზიაროს წინადადება აღმზრდელები: ზაირა ბ. და ირინა პ, 2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრიდან გადაყვანილნი იქნენ ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მე-N7 საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე. კერძოდ, ირინა პ. ქ. ბათუმის მე-N10 საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან გადაყვანილი იქნეს ქ. ბათუმის მე-N7 საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე, ხოლო ზაირა ბ. ქ. ბათუმის N33-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან გადაყვანილი იქნეს ქ. ბათუმის მე-N7 საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე, თუმცა ა(ა)იპ ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანებამ მორიგების წინადადება უარყო.მხარემ 2024 წლის 12 აპრილს, N7 საბავშვო ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შესწავლის მიზნით, აჭარის ა/რ პროკურატურასაც მიმართა. წარდგენილი მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 150-ე მუხლით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის არსებობის ფაქტებს მოიცავს და საჩივარი დეტალურ აღწერილობას შეიცავს იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ბათუმის N7 საბავშვო ბაღის გამგის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს მოიცავს. საქმეზე არ მომხდარა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ბაღების გაერთიანებას არ მოუხდენია ბაღის გამგის უფლებამოსილების დროებით შეჩერება ან მის ქმედებებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, რაც წარმოადგენს კანონის უპირობო მოთხოვნას და ტოვებს შერჩევითი სამართლის გამოყენების საფუძვლებს. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ბათუმის მომავალი, არჩეული მერი, დასახელებულ საკითხზეც, სათანადო რეაგირებას მოახდენს. ცნობისთვის: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეს მოსამართლე: ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს, ხოლო პედაგოგების პირვანდელ სამუშაო ადგილზე დაბრუნების მოთხოვნას - მოსამართლე სალიხ შაინიძე. პედაგოგების ინტერესებს სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, სისხლის სამართლის სფეროში კი, ადვოკატი ნიკა სადრაძე წარმოადგენენ.

1756201203

საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა 16.7 ათასით შემ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარ-ივლისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102 822 973 ლარი შევიდა.საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 16.7 ათასით შემცირდა. შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 7 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8 მლნ ლარით შემცირდა.არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანი 277 058-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 293 780-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 16 722 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა.ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

1756195641

ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველა...

"აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის №332 დადგენილების შესაბამისად იქნა მიღებული. დადგენილება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში.მსხვილფეხა საქონლის დაცემის ფაქტი მიმდინარე წლის ივნისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მეპატრონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის შესახებ. მეპატრონემ კომპენსაცია უკვე მიიღო", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.საქართველოს მთავრობის №332 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ფერმერებს:• რომელთა პირუტყვი იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით;• ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე;• ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება;• კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.სააგენტოს ცნობით, ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციისა და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული.

1756195555