ახალი ამბები

სხვა სიახლეები
„ლარი გამყარების ტენდენციას აგრძელებს, რომ არა ეროვნული ბანკის ამ ზომი...

მისი თქმით, რომ არა სებ-ის ჩარევა სავალუტო ვაჭრობაში, ლარის კურსი გამყარების ტენდენციას ვერ განაგრძობდა.„ეროვნულმა ბანკმა მარტის თვეში 127,9 მილიონი დოლარი იყიდა (რასაც, ტრადიციულად, მხოლოდ ერთი თვის დაგვიანებით ვიგებთ). სულ, წლის დასაწყისიდან სამი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 213,5 მილიონი დოლარი, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას მოხმარდა.ლარი კვლავ აგრძელებს გამყარების ტენდენციას და მცდარი იყო ის აჟიოტაჟი, რაც გასულ თვეში ლარის გაუფასურების ირგვლივ იყო ატეხილი. რომ არა ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ზომის ჩარევა სავალუტო ვაჭრობაში, ლარის კურსი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა გამყარების მიმართულებით“, - აღნიშნავს გოცირიძე სოციალურ ქსელში.2024 წლის 1 იანვარს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ იყო 2,6894, დღეის მდგომარეობით არის 2,6859. გოცირიძის განცხადებით, მონაცემები აჩვენებს, რომ სებ-მა ფიქსირებული გაცვლითი კურსის პოლიტიკა აირჩია, რა პირობებშიც თავისუფალი მცურავი კურსის შესახებ საუბარი არასერიოზულია.„როგორც ვხედავთ, ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, ფიქსირებული გაცვლითი კურსის პოლიტიკა აირჩია. ამის შესაძლებლობას სავალუტო შემოდინებებიც აძლევს.ასეთ პირობებში საუბარი თავისუფალი მცურავი კურსის შესახებ არასერიოზულია“, - წერს რომან გოცირიძე.

1714128139

დღეიდან, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შე...

ცნობისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.„ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის,ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

1714127990

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.„ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1714127684

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერ...

შეხვედრაზე თიბისი კაპიტალის მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები.პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული იყო საქართველო-ყაზახეთის ექსპორტი და მისი პოტენციალი, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით რე-ექსპორტსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს. შეხვედრაზე დეტალურად განხილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და შუა დერეფნის როლის მნიშვნელობა.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თიბისი კაპიტალმა, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რის საფუძველზეც საკმაოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს გავეცანით. ყაზახეთთან ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

1714126584

„მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება, ის ინ...

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ ბევრი ჯგუფია ჩართული. დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს ასევე დიდი როლი აქვს ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხით. ხარისხიანი სამშენებლო სექტორი საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას დეველოპერების მიერ, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც „ექსპო ჯორჯიასა“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული. კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება იმართება: უძრავი ქონების გამოფენა; სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build და უძრავი ქონების ფორუმი. კვირეულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ მონაწილეობენ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მათი გაერთიანებული სტენდი დაათვალიერეს.როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვირეული სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უახლოესი ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ისე პოტენციურ ინვესტორებს - საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, შედგეს კომერციული გარიგებები და საქმიანი კონტაქტები დამყარდეს.ლევან დავითაშვილმა გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდის არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, ასევე ძალიან მაღალ ნიშნულზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში - ბოლო სამ წელიწადში 5.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.„ამ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ჩვენ მიმდინარე წელსაც შევინარჩუნებთ. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ სტაბილური, მდგრადი და ეს არის იმის წინაპირობა, რომ გრძელვადიან განვითარებაზე გვქონდეს აქცენტი. წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, შევინარჩუნეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, თებერვალში მშპ-ს ზრდა 9.5 % იყო. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც დაგეგმილზე მაღალი უნდა იყოს, ამას ადასტურებს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი პროგნოზი 6.3%-ით განსაზღვრა, რაც ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის და უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის სამინისტროს როლზე სექტორის შემდგომი, სტაბილურად განვითარებისა და კონკურენტული გარემოს არსებობის მიზნით გატარებულ რეფორმებსა და მარეგულირებელი გადაწყვეტილებებზე. მისი ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე - მიმდინარე და მომავალ წელს უნდა დასრულდეს ევროკოდების ადაპტაცია საქართველოში და გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანა სრულად უნდა იყოს თანხვედრაში ევროპის მოთხოვნებთან უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე შენობა-ნაგებობების მხრივ. ამასთან, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკის და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ასევე ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია. სამინისტრომ უკვე დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნებზე მუშაობა, მომზადდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად რეგლამენტი. ასევე ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნების შემუშავება, ჩამოყალიბდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემა და ა.შ.„მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც ზოგადად უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება, კიდევ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზები, რომლებიც გვინდა, მიმდინარე წელს გამოვიყენოთ, რომლებიც, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია სექტორის განვითარებასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ ზრდასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო ავრცელებს.

1714123297

„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1714123157