Home » გალერეა » 9 ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფი ტემპებით ვითარდება
9 ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფი ტემპებით ვითარდება

9 ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფი ტემპებით ვითარდება

U.S. News & World Report-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა.

​მედია ორგანიზაციამ 21 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. ისინი დაინტერესდნენ, თუ როგორ უყურებენ მოქალაქეები 80 ქვეყნის ეკონომიკის გავლენას ადგილობრივებზე და როგორია მათი ცხოვრების ხარისხი.

​ქვეყნების რანკირება მოხდა იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა უფრო სწრაფად ვითარდება და როგორ იზრდება მომხმარებლის მყიდველისუნარიანობა ერთ სულ მოსახლეზე. ამასთან, რეიტინგში მთავარი პრიორიტეტი მიენიჭა იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა მომავალ რამდენიმე წელიწადში გაუმჯობესდება.

​რეიტინგში ძირითადად აზიის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები ლიდერობენ.

9. ეგვიპტე – ეგვიპტე საერთო სიაში 80 ქვეყნიდან 45-ე ადგილზეა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა ეგვიპტეს 12 მილიარდი დოლარით დაეხმაროს, რაც ეგვიპტის ეკონომიკის განმუხტვას და განვითარებას გამოიწვევს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.

8. რუსეთი – რუსეთმა შეძლო აღმოეფხვრა ღრმა ეკონომიკური რეცესია, რაც 2014 წელს სანქციების დაწესებამ მოუტანა. ამ პროცესებმა რუსეთი 27-ე ადგილზე მოაქცია.

7. საუდის არაბეთი – ქვეყანა მსოფლიოს დიდ ნაწილს ნავთობით ამარაგებს და ეს მის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. თუმცა, ჯერჯერბით მის ეკონომიკას მხოლოდ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ქმნის. სწორედ ამიტომ ქვეყანა ცდილობს ეკონომიკის განვითარების სხვა გზებიც მონახოს.

6. ტაილანდი – აზიური ქვეყანა თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ანვითარებს სოფლის მეურნეობას და ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი მწარმოებელი ხდება. ქვეყანაში შედარებით იკლებს სიღარიბის დონე და უმუშევრობა.

5. იაპონია – ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. მას სიაში საკმაოდ მაღალი ქულები აქვს მინიჭებული. იაპონიაზე დადებითი გავლენა მოახდინა მეწარმეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ.

4. ქვეყნის კოლოსალური ეკონომიკა და მისი ეკონომიკის სწრაფი ზრდა დაეხმარება ქვეყანას გავიდეს მსოფლიოს არენაზე.

3. ინდოეთი – ქვეყანა საუკეთესო 25-ეულში მოხვდა. ინდოეთის ეკონომიკა მრავალმხრივ ვითარდება. ეკონომიკის განვითარებას კი ხელს უწყობს კვალიფიციური მუშახელის არსებობა.

2. სინგაპური – ამ ქვეყანას ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სინგაპურში ყველაზე მეტი ინვესტიციები შედის მსოფლიოს მასშტაბით და ბუნებრივია ეს ყველაფერი მის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

1. არაბთა გაერთიანებული საამიროები – ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანა რეგიონში. ეს მას საშუალებას აძლევს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა გახდეს.

წყარო: 1tv.ge

Share