
1756122089

ვორკშოპს AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსი გიჯაშვილი უძღვებოდა.ვორკშოპზე მეწარმე ქალებმა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ამასთან ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვის პროცესებსა და QBR მიდგომის მნიშვნელობას გაეცნენ.ღონისძიებაში 40-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ვორკშოპის მონაწილეებს შესალებლობა ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ სხვადასხვა ბიზნესქეისი და ბიზნესის მართვის შესახებ შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ.„საქართველოს ბანკი მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებებს რეგულარულად მართავს. ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ, ამასთან დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან საჭირო კავშირები განამტკიცონ. ჩვენ, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ჩვენ არაერთი თემატიკის ღონისძიებას ვუწებთ ორგანიზებას და მოხარული ვართ, რომ მათდამი დაინტერესება მუდმივად იზრდება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
1756734480

კოლაბორაციის შედეგად სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა, რომლებიც თბილისიდან ბათუმამდე გასავლელი გზის სხვადასხვა მონაკვეთზეა მორგებული და თითოეულს თავისებურ, სახასიათო ხიბლს სძენს. ფლეილისთები შემდეგნაირად ვითარდება: ქალაქიდან გასვლას მსმენელი წყნარი მელოდიით იწყებს, რადგან შესაძლო საცობის დროს, დამამშვიდებელი ნოტები ემოციების სტაბილიზაციას იწვევს, ხოლო ავტობანზე დინამიკური, რიტმული მუსიკა მგზავრობის ენერგიასა და განწყობას ამაღლებს.ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ მრავალი წელია, არა მხოლოდ ტექნიკურ სერვისებსა და ავტომობილების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ ქმნის დამატებით ღირებულებას, რომელიც მგზავრობას სრულფასოვან გამოცდილებად აქცევს. TSA-სთან პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზაფხულის სეზონის ჯადოსნურ ხიბლს — დროს, როდესაც სიხარული, თავისუფლება და ახალი თავგადასავლები ერთად იღვიძებს.ამ ინიციატივის მიზანი იყო, მგზავრობა მომხმარებლისთვის ერთდროულად კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო პროცესი ყოფილიყო, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ფლეილისთები გზასა და მუსიკას შორის სრულ ბალანსს ქმნის და ამტკიცებს, რომ მოძრაობა მხოლოდ დანიშნულების წერტილამდე მიღწევა არაა — ეს ემოციური, შთამაგონებელი და დასამახსოვრებელი პროცესია“.ფლეილისთების სერია მრავალფეროვანია. პირველ ორ მათგანში უფრო მეტად ქართული თემატიკა დომინირებს, ხოლო მესამე სერიაში, მოგზაურობის განწყობის შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა სცენის ნამუშევრებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანში მუსიკის თანმიმდევრულობა ისეა გათვლილი, რომ მელოდიამ ადეკვატურ დროს აამაღლოს მგზავრობის ემოციური ფონი და საბოლოოდ, საერთო ჰარმონიულობის შესანარჩუნებლად, დრამატურგიული დაღმასვლით დასრულდეს.TSA, როგორც ინოვაციური მუსიკალური პლატფორმა, ამ პროექტში საკუთარი გამოცდილებითა და ხედვით ჩაერთო. პლატფორმა TSA 2019 წელს ქართული მუსიკის სიყვარულით შეიქმნა. მისი მთავარი მისია ქართული მუსიკის სხვადასხვა ჟანრისა და სტილის გაერთიანება, ინდუსტრიის წევრების კონსოლიდაცია და ციფრული საცავის შექმნაა, რომელიც მსმენელს მელოდიების სამყაროში ამოგზაურებს. TSA-ს მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ ქართული მუსიკა მხოლოდ ვიწრო წრეში კი არ დარჩენილიყო, არამედ ფართო მასშტაბით გამხდარიყო ხელმისაწვდომი.TSA-ს გუნდში ამბობენ, რომ „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობა მათთვის ძალიან ღირებული და დროული აღმოჩნდა, რადგან პლატფორმა ძირითადად ე.წ. „ფანდინგის” მოდელზე მუშაობს და ფინანსური მხარდაჭერა მათთვის ერთგვარი გამოწვევაა. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ აქცენტი მუსიკალურ სიღრმესა და ხარისხზე გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დრამატურგიას, მუსიკალურ გადასვლებსა და შინაარსობრივ კომპოზიციას, რათა მგზავრობის ყოველი მომენტი მსმენელს მუსიკასთან სინქრონიზაციაში შეეგრძნო. TSA-ს ხედვით, მოგზაურობის დროს სწორად შერჩეული მუსიკა სივრცის დეკორაციას ჰგავს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში დროს ახალ დიზაინს ანიჭებს და ალამაზებს მას.„თეგეტა მოტორსი“ და TSA ერთობლივად სთავაზობენ მომხმარებლებს ახალ, ემოციებით დატვირთულ გამოცდილებას, სადაც გზა იწყება უსაფრთხოებით, მაგრამ მუსიკა და განწყობა მას უფრო სრულფასოვანსა და დასამახსოვრებელს ხდის. პროექტი ხაზს უსვამს ქართული მუსიკის მრავალფეროვნებას, საერთაშორისო პოტენციალსა და ინოვაციურ მიდგომას, რომლის საბოლოო მიზანი მომხმარებლისთვის უსაფრთხო მგზავრობის პროცესის სრულყოფაა.--თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
1756731600

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტების არსებით როლზე საარჩევნო პროცესებში, ასევე აუცილებლობაზე საზოგადოებამ მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ და გამორჩეულად კი საარჩევნო პერიოდში.ღონისძიებას ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირიც ესწრებოდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და იმ პროცესების შესახებ ისაუბრეს, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესში და უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ხორციელდება.“ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც, რა თქმა უნდა, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, იმისთვის, საარჩევნო პროცესები აქტიურად გაშუქდეს, მნიშვნელოვანია მედიას მუდმივად მივაწოდოთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ დეტალები ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის დასრულებისას.„იმისათვის, რომ მედიამ, სწორად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზება, იმისათვის, რომ გვყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, მნიშვნელოვანია მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით კი ჩვენი მხრიდან ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია თუ დამკვირვებელი არის ინფორმირებული. ამიტომ სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს შეხვედრებსა და საინფორმაციო სასწავლო პროგრამებს, რაც სწორედ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“ - აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა.როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რითაც საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მჭიდრო, საქმიან ურთიერთობებს მედიასთან ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში.
1756722956

Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინოვაციური და თანამედროვე ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ შეფასდა, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.„Global Finance-ის მიერ მიღებული აღიარება, განსაკუთრებით საუკეთესო მობილბანკის კატეგორიებში, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ეკოსისტემის სიძლიერესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენი მიზანია, მომხმარელებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს, სწორედ ამიტომაც არ ვჩერდებით და წლიდან წლამდე ჩვენს ციფრულ პროდუქტებს ვაუმჯობესებთ“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ჯილდო მიიღო.
1756721640

ასევე, 6-7 სექტემბერს- თიბისი ბარათით, თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით, 50-მდე პარტნიორი ობიექტის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ტექნიკის კატეგორიებში, 40% დაგიბრუნდება.
1756715340

გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო პროცესებს, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხორციელდება. ისაუბრეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პროფესიული გადამზადების პროცესზე და განიხილეს სწავლების ეტაპები, რაც საუბნო კომისიების წევრების სრულ მზადყოფნას უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ, ისე ტექნოლოგიურ დონეზე, იმისათვის, რომ თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებზე კვალიფიციურად მოემსახუროს ამომრჩეველს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საოლქო საარჩევნო კომისიების მნიშვნელობაზე და მათ როლზე არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამომრჩეველთა ინფორმირებასთან დაკავშირებით განხორციელებული და განსახორციელებელი აქტივობები და ყურადღება გაამახვილეს ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავში საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლების მეოთხე ეტაპს გაეცნო, რაც კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით წარმართვას მოიცავს. სწავლების მონაწილეებთან გიორგი შარაბიძემ ტრენინგების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესების ზუსტად და ზედმიწევნით წარმართვის აუცილებლობას, რაც ჯამში მაღალპროფესიულ სტანდარტს უზრუნველყოფს.ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის.
1756712518

თბილისის „დინამო“ გაიყიდა - ვინ არის მყიდველი
1756448220
საქართველო-თურქეთს 7.6 კმ-ის გვირაბით დაუკავშირდება - მშენებლობის ზედა...
1755860940
ქვეყნის ეკონომიკაც იზრდება და უმუშევრობაც - რა არის უცნაური სტატისტიკი...
1755766592
"რეზერვების ზრდის მაღალი დინამიკა აჩვენებს თუ რამდენად ტენდენციური და...
1756127743
„როგორც მე მსურს“ – საკუთარი გზის შექმნის ისტორია „ტოიოტა ცენტრი ბათუმ...
1756280700