თუ გაინტერესებს, როგორ იქმნება ციფრული პროდუქტი, აპლიკაცია ან სერვისი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ახლა სწავლის დაწყების კარგი დროა, თიბისი კამპუსი კი სწორი ადგილია განათლებისთვის.
18-24 წლის სტუდენტებს თიბისი კამპუსში პროდუქტის მოდულზე დარეგისტრირება 15 ოქტომბრისჩათვლითაა შეუძლიათ.
პროდუქტის მოდული სამ კურსს აერთიანებს: UI/UX დიზაინი, პროდუქტის მართვა, პროდუქტის დიზაინი დამომხმარებლის გამოცდილება. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ იქმნება მომხმარებელზე მორგებული მარტივი, ციფრული გამოცდილება. ასევე, ისწავლიან როგორ ვითარდება პროდუქტი იდეიდან რეალურ შედეგამდე. პროდუქტის მიმართულებითსწავლის დასაწყებად წინასწარი გამოცდილება საჭიროარ არის.
კამპუსში სწავლა მხოლოდ თეორიას არ ეფუძნება, კურსები რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებს აერთიანებს, მონაწილეებს ცოდნას სფეროს პროფესიონალები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები გაუზიარებენ.
თიბისი კამპუსი სტუდენტებისთვის შექმნილი უფასოონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღებისა და სფეროს პროფესიონალებისგან სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. ორი წლის განმავლობაში კამპუსის კურსები უკვე 1000-მდე ახალგაზრდამ დაასრულა.













