სახელმწიფო საწარმოს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ახალ გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა.

კერძოდ, როგორც სახელმწიფო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციიიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილი გენერალური დირექტორის პოსტს 2025 წლიდან იკავებს, იკამდე კი ამავე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა. უფრო ზუსტად, 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე კი იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.

უფრო ზუსტად, რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის ცვლილება გასულ თვეში ორჯერ აისახა. უფრო ზუსტად, 8 აპრილს გენერალური დირექტორის პოზიციაზე გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა დავით ტეტუნაშვილმა, ხოლო უკვე 16 აპრილის ამონაწერით, რეესტრში სახელმწიფო კომპანიის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილია მითითებული.

ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საკუთრებაშია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დასაქმებამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატის მანდატი მას 2019 წელს შეუწყდა, რის შემდეგაც, 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.