„ქართული ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის ბოლო, 2024 წლის აპრილში რედაქტირებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებშია მხოლოდ დედაქალაქში მდებარე ავტოფარეხი, რომლის ღირებულება 22 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ყაველაშვილს „თიბისი ბანკის" ანგარიშზე 1 121 ლარი და 205 ევრო ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მისმა სახელფასო შემოსავალმა გასულ წელს ჯამში, 49 416 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ამასთან, „ქართული ოცნების“ ცნობით, ქვეყნის ახალი, მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, იმასაც, რომ პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

BPN.GE