საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალზე, „ქუთაისი-სოხუმის“ DN 700 მაგისტრალური გაზსადენის 22,6 კმ-ზე, საჰაერო გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური და დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე. მათ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სამუშაოების მომდევნო ეტაპები განიხილეს.

რეაბილიტაციის აუცილებლობა, მდინარის მარცხენა სანაპიროზე განვითარებულმა წყლის მიერმა ეროზიამ და ნაპირის ჩამოშლამ განაპირობა.

პროექტის ფარგლებში, საჰაერო გადასასვლელის სიგრძე გაიზრდება. მდინარის ნაპირს დაშორებულ არეალში კი გაზსადენი კვლავ მიწისქვეშა წესით გაგრძელდება და მოქმედ მაგისტრალურ მილსადენს შეუერთდება.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აღმოფხვრის სეროზიულ რისკებს და ბუნებრივი აირის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.