EBRD-ისა და საქართველოს საფინანსო სექტორის თანამშრომლობა არის ყოველმხრივ გამართლებული და ველოდებით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლონდონში, EBRD-ის შეხვედრაზე მყოფმა სებ-ის პრეზიდენტმა განუცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, EBRD-ს ქართული ბანკებისთვის უკვე 566 მლნ დოლარის დაფინანსება აქვს უკვე მიწოდებული.
„შედგა ჩვენი შეხვედრა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და კარგი თანამშრომლობა გვაქვს EBRD-ის მენეჯმენტთან. ზოგადად ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო და საფინანსო სექტორის თვალსაზრისით. 566 მლნ დოლარ აქვს უკვე მიწოდებული ჩვენი საფინანსო სისტემისთვის, ჩვენი ბანკებისთვის. აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და ამ კუთხით თანამშრომლობა გაგრძელდება. რა საკვირველია ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი ბანკები არიან საკმაოდ მიმზიდველები ინვესტირებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
გარდა იმისა, რომ ეს არის მზარდი და მომგებიანი სექტორი, ასევე არის ერთ-ერთი გამჭვირვალე სექტორი. აქედან გამომდინარე ეს თანამშრომლობა არის ყოველმხრივ გამართლებული და ველოდებით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.