როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, ბიძინა ივანიშვილისთვის Credit Suisse-ის მიერ გადასახდელი თანხა სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ $282 მლნ-ით შეამცირა.

ივანიშვილისთვის Credit Suisse-ის მიერ მიყენებული ზიანი 743 მილიონ დოლარს აღწევდა, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ კი აღნიშნული თანხა 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

როგორც გამოცემა, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს UBS-ის გამარჯვებად. გამოცემა წერს, რომ იქამდე Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. UBS ასაჩივრებს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ცდილობს გაკოტრებული Credit Suisse-ის მეწილეების ნდობა ისევ მოიპოვოს.