ქართველი იურისტი ანა ქამხაძე Best Lawyers-ის მიერ ამერიკის საიმიგრაციო სამართლის დარგში Ones to Watch in America-ს 2026 წლის სიაში მოხვდა. ეს აღიარება იურიდიულ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება და მასში ნომინირება პროფესიულ წრეში კონფიდენციალურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

აღსანიშნავია, რომ Best Lawyers-ის აღიარებით ამერიკის ადვოკატების 2%-ზე ნაკლები სარგებლობს, რაც აღნიშნულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

Kamkhadze PA-ში ანა ქამხაძის პრაქტიკა ძირითადად უკავშირდება O-1 და EB-1 კატეგორიის პეტიციებს, რომელიც განსაკუთრებული უნარებითა და მიღწევებით გამორჩეულ პირებს ეხებათ. მისი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანების, საიმიგრაციო იურიდიულ წარმომადგენლობას, მათ შორის არიან: მეწარმეები, ხელოვანები, მეცნიერები, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები, სოციალურ მეცნიერებათა ექსპერტები, სპორტსმენები - ინდივიდები, რომელთა პროფესიონალიზმი გავლენას ახდენს თავიანთი სფეროს განვითარებაზე.

"ასეთი გამორჩეული ადამიანებისთვის მომავლის უზრუნველყოფაში დახმარება დიდი პატივი და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ასპექტია. ვამაყობ, რომ ვაგრძელებ მაღალი დონის ინდივიდუალური იურიდიული მომსახურების გაწევასა და საიმიგრაციო იურიდიული დაბრკოლებების გადალახვით ადამიანების ცხოვრების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული აღიარება მნიშვნელოვანია, უდიდესი ჯილდო მაინც Kamkhadze PA -ს კლიენტების ოცნებების ასრულება და მათი წარმატების ხილვაა", - აღნიშნავს ანა ქამხაძე