ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, SOMM TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, SOMM TV-ის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენმათ ასევე მოინახულეს ქართული ღვინის მარნები კახეთსა და ქართლშისადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას გაეცნენ.

ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი SOMM TV-ის ეთერში, YouTube-არხსა და სოციალურ მედიაში მიმდინარე წლის ზაფხულში გავა.

საქართველოსროგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნისწარმოჩენა SOMM TV-ის რეიტინგულ გადაცემებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე.

SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედია-პლატფორმაარომელიც სრულად ეძღვნება ღვინოსგასტრონომიასმოგზაურობასა და ცხოვრების სტილსპლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. SOMM TV ცნობილია მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმებითსერიებითა და საგანმანათლებლო კონტენტით ღვინის სამყაროზემათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია დოკუმენტური ფილმების სერია „SOMM“, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა როგორც პროფესიონალ სომელიეებსისე ღვინის მოყვარულებს შორის.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნითღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთანროგორებიცაა CNN, CBS, Netflix და სხვა.