„ბანკები და ფინანსები“ ვებ–გვერდის მკითხველებს შორის ატარებს გამოკითხვას საუკეთესო ხარისხის საწვავის მქონე კომპანიის გამოსავლენად. გამოკითხვა გაგრძელდება 2015 წლის 28 ოქტომბრამდე. კომანიების რიგითობა განისაზღვრა ანბანური თანამიმდევრობით. გამოკითხვაში წარმოდგენილია ბაზარზე არსებული 7 ბრენდული კომპანია. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
[wpolling id="10" width="" height=""]რომელი კომპანიის საწვავს ანიჭებთ უპირატესობას?
ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ინოვაციებს, გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობას MAN-ის გლობალურ ქსელში. დილერებს საშუალება აქვთ, ავტოტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გაიღრმაონ და გააზიარონ ცოდნა. მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ ამ შესაძლებლობების ეპიცენტრია. ის ფაქტი, რომ ტრადიციული შეკრების ადგილი, დუბაი, სწორედ Tegeta Truck & Bus-მა და თბილისმა ჩაანაცვლა, ჰოლდინგისთვის აღიარება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, ეს მაღალი ნდობისა და მსოფლიო ბრენდთან, MAN-თან მჭიდრო პარტნიორობის შედეგია, რაც სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება“. სამდღიანი კონფერენციის მთავარი ფოკუსი ვორქშოფები იყო. ძირითადი აქცენტი გერმანული ბრენდის პროდუქციაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციებსა და კონკურენტებთან მიმართებით მის უპირატესობებზე გაკეთდა. ჩამონათვალში იყო ასევე გაყიდვების თანამედროვე სტრატეგიები, მარკეტინგული აქტივობები და მიღწევები ინოვაციების კუთხით.პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი გეზის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია A სტანდარტი აქვს მინიჭებული.ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „TG Sales and Product Training-ი MAN-ის დილერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და საამაყოა, რომ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ჩვენს სივრცეში შეიკრიბნენ. მასპინძლობის სურვილი, ბუნებრივია, არაერთ წარმომადგენელს ჰქონდა, თუმცა არჩევანი „თეგეტაზე“ გაკეთდა. კომპანია უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა როგორც გაყიდვების, ისე სერვისის თუ მარკეტინგული აქტივობებით, რისთვისაც გასულ წელს დუბაიში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური ჯილდოც გადმოგვეცა. წელს ჩვენი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს საოპერაციო ლიზინგისა და ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გავუზიარეთ. ამავე დროს მსგავსი ტექნიკური თუ თეორიული შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წევრებისთვის. პროცესებში უშუალო ჩართულობა ზრდისა და კიდევ უფრო განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა.ვფიქრობთ, კონფერენცია წარმატებით დასრულდა და მყარი საფუძველი გვაქვს, რომ სამომავლოდ MAN-ის კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, საერთაშორისო გაყიდვების ღონისძიების გასამართად მოვემზადოთ“. უკვე 20 წელია, „თეგეტა ჰოლდინგი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ქართულ ბაზარზე მსხვილი ბრენდის შემოსვლა ევროპასთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთ ნაბიჯი იყო.ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია Tegeta Truck & Bus-მა კი საქმიანობა, 2000-იანი წლების დასაწყისში, MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო და წლებთან ერთად კომერციული ავტოტრანსპორტის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა.ამ დროისთვის TTB გერმანული წარმოების თანამედროვე სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების დილერია საქართველოში. ტენდერის ფარგლებში, კომპანიამ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.--„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ი -ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
1761287820
როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები საფინანსო სექტორთან მიმდინარეობს."საპარლამენტო ინიციატივა, ჯერჯერობით, განხილვის პროცესშია, მიმდინარეობს კიდევაც და კონსულტაციები საფინანსო სექტორთან მომავალშიც შედგება. რა თქმა უნდა, ჩართული ვართ, რადგან ეს ყველაფერი საფინანსო სექტორს ეხება. ამ ყველაფრის გავლენა კარგად უნდა გავთვალოთ. ერთი რამ ცალსახაა - ესაა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და აღნიშნული ინფრასტრუქტურა მთლიანად ჩვენს ეკონომიკას ეხება. არსებობს ძალიან კარგი მოდელები, ევროპაში, სხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, რეგულირების სწორი მოდელი შეირჩევა", - აცხადებს ნათია თურნავა.ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება. კერძოდ, ცვლილების ინიციატორები მიუთითებენ, რომ დღეისათვის პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო საკმაოდ მაღალია, რაც ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.კანონპროექტის ავტორების თქმით, 0.5%-იანი ზღვარი უფრო სამართლიან და პროგნოზირებად პირობებს დააწესებს და გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს შეამცირებს.ამასთან, კანონპროექტის ავტორია "ქართული ოცნების" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე.
1761228726
პროექტებს შორისაა საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები და მხარდაჭერილი ინიციატივები, რომელთა მეშვეობით, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის დაფინანსება, როგორც ლოკალურ ასევე მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში.საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 პარტნიორ უნივერსიტეტშიახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი მესამე წელია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი გამარჯვებული, ყოველწლიურად მათი რიცხვი კი კიდევ უფრო გაიზრდება.აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ, რაც მათ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.geგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვისსაქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც ოთხი ადგილობრივი უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით საზღვარგარეთიმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.სწავლა დიდ ბრიტანეთში - 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს.პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.სწავლა ამერიკაში - 2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.სწავლა გერმანიაში - კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს.პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შესაძლებლობა აქვთ, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 6 სტიპენდიატი.თუ შენც გსურს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები ვებგვერდზე stipendia.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
1761220386
ცუცქირიძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა და ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა შეაფასა.„მოგეხსენებათ, წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, სავარაუდოდ, 7%-ის ფარგლებშია. შეიძლება, 7.5%-ის ფარგლებშიც იყოს. ესაა „სავალუტო ფონდის“, „მსოფლიო ბანკის“, „აზიის განვითარების ბანკის“ შეფასება. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მაღალი და კარგი ტემპით იზრდება. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან, ქვეყანაში გარკვეული გამოსვლები, პროტესტი იყო. ეს პროტესტი, დღემდე გრძელდება. როცა საუბარია იმაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკასა და საინვესტიციო გარემოზე, უნდა აღვნიშნოთ, რომპოზიტიური არასდროსაა, როცა პროტესტია. მაგრამ, მთავარი ისაა, ქვეყანაში, ზოგადად, როგორი გარემოა – არის, თუ არა სტაბილური.სტაბილური გარემო საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს, ის არა მხოლოდ გეოგრაფიას ან გეოპოლიტიკას უყურებს, არამედ იმასაც, თუ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას.ერთი რამ შევაფასოთ: მოგეხსენებათ, რომ ჩანდლერის ინსტიტუტმა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია, საქართველოს მთავრობა, როგორც კარგი მთავრობა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოს წამყვან ოთხ ქვეყანას შორის შეიყვანა. ეს ეხება ინვესტიციების თანხობრივ მაჩვენებელსაც და მის კონტრიბუციასაც ეკონომიკაში, ანუ თუ როგორია ინვესტიციების შეფარდება იგივე მთლიან შიდა პროდუქტთან. ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა. როგორც აღვნიშნეთ, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია, სტაბილური გარემო და პერსპექტივაა. ახლა ვნახოთ, როგორ ფასდება საქართველოში ეკონომიკური ზრდა: იგივე „სავალუტო ფონდის“ მონაცემები შემიძლია მოვიყვანო: 2024-25 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე ჯამში 18.7%-ით იზრდება.ამ მაჩვენებლით ჩვენ მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ, ევრაზიასა და რეგიონში კი პირველ ადგილზე. 2024-30 წლებში ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.ამ შვიდწლიან პერიოდში ჩვენი ეკონომიკა ( რეალურ ეკონომიკაზეა საუბარი) ერთ სულზე 52.5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ევრაზიის კონტინენტზე ჩვენ შემდეგ მოდის ისეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც ინდოეთია, მაგრამ მისი ეკონომიკა იგივე პერიოდში ერთ სულზე უფრო ნაკლებით გაიზრდება – 46%-ით. ჩვენ ვხედავთ თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ბოლო ორი წლის მაჩვენებელი და უახლოესი შვიდი წლის მიხედვით როგორი პერსპექტივაა. ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე პროგრესული ეკონომიკითაა.კიდევ ერთი ინდიკატორი: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ეკონომიკის შეფასება ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. აქაც ნომინალური ეკონომიკის შვიდწლიანი ზრდის ტემპით რომ ავიღოთ, საქართველო ევრაზიაში პირველია. ამ პერიოდში, უახლოეს შვიდ წელიწადში, 2024-2030 წლებში, საქართველოს ეკონომიკა 75%-ით გაიზრდება, 2030 წლისთვის მიაღწევს 43 560$-ს. რატომ აღვნიშნე ეს მაჩვენებელი: ეს, ფაქტობრივად, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის მაჩვენებელთან ახლოსაა.დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არც თუ მცირე ნაწილი რომ ავიღოთ, დაახლოებით ამ პარამეტრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის ევროპული საზომითაც კი, ჩვენ ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს ისტორიული პროგრესი იმას აჩვენებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.ეკონომისტი თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმსაც“ გამოეხმაურა.„თბილისში გუშინ გლობალური საერთაშორისო ფორუმი დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება. აქ ძალიან ბევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტები, პრემიერები, თუ ვიცე-პრემიერები არიან, ასევე წარმატებული მსოფლიო ბრენდები, საინვესტიციო კამპანიები, ინვესტორები. ეს აჩვენებს, თუ როგორია პერსპექტივა უახლოეს წლებში (ამ უახლოეს შვიდ წელიწადს ვგულისხმობ). ესაა როგორც შუა დერეფნის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერება, იმიტომ, რომ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურაში იქნება მიმართული. ეს, ბუნებრივია, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციას აძლიერებს. მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტია აღსანიშნავი. ის მომავალ პერსპექტივებში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, 2029 წელს უკვე პირველ გემებს მიიღეს.ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ტვირთბრუნვასაც გაზრდის, რადგან უფრო დიდ გემებს მიიღებს. ბუნებრივია, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი ბენეფიტი იქნება, ანუ კიდევ უფრო მეტი სარგებელი არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკა იზრდება, ბუნებრივია, იზრდება დასაქმება და შემოსავლები. ბოლო პერიოდში საშუალო შემოსავლები ისედაც გაზრდილია. თუ შევთანხმდებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის რა ბენეფიტები გვაქვს, ესაა – დასაქმება, შემოსავლების ზრდა, კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში.სხვა ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორია საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ამ შემთხვევაში მთავრობის ვალზე მაქვს აქცენტი გაკეთებული. ბოლო წლებში, 2021 წლიდან ქვეყანა იძულებული იყო, კოვიდპანდემიური შოკიდან გამომდინარე, ანუ ეკონომიკის დაპაუზებიდან გამომდინარე, დამატებით საგარეო ვალი აეღო. მაშინ თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გაიზარდა, 62%-ს მიაღწია.ეს მაჩვენებელი ბოლო ორი წელიწადია მნიშვნელოვანი კლებით ხასიათდება. დღეს ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ ბოლო ათწლეულში ისტორიულ მინიმუმზე დავიდეთ, ალბათ, დაახლოებით, 34-32% იქნება. ვალების მომსახურება ყოველწლიურად გრძელდება. ვალების მომსახურება ამ წელსაც ხდება. მეორე ფაქტორია ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე. მოგეხსენებათ, სექტემბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის რეზერვები წლის დასაწყისდან სარეკორდოდ იყო გაზრდილი. აქ საუბარია, დაახლოებით, მილიარდ 600 მილიონ დოლარზე. წლის ბოლომდე არის პერსპექტივა, რომ საერთოდ, 2 მილიარდზე და ახალ ისტორიულ რეკორდზე გავიდეთ, რითაც სავალუტო რეზერვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სტაბილური მაჩვენებელი გვექნება. ესეც ამ ეკონომიკური პოლიტიკის და მონეტარული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. აქვე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორია, კურსის დინამიკა.როცა ამბობენ, რომ კურსი სტაბილურია, სტაბილური ზუსტად რამდენიმე ფაქტორის გამოა: ეს არის, პირველ რიგში, ექსპორტი, რომელიც გაზრდილია. ორი დღის წინ სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია და ექსპორტიც. ვგულისხმობ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, რომელიც თანხობრივადაც ისტორიულ მაქსიმუმზეა. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აჩვენებს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. ადგილობრივი ექსპორტი ადგილობრივი წარმოების გაფართოებას ნიშნავს. ესაა ახალი სამუშაო ადგილები, ასევე, ბუნებრივია, უცხოური ვალუტა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და სავალუტო კურსზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის პერსპექტივა ასეთი პოზიტიური შემთხვევით არ არის“ ,- განაცხადა ცუცქირიძემ.
1761217431
კახეთში სულ გადამუშავებულია 323 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 170 ათასამდე ტონა რქაწითელი, 134 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.ამ ეტაპზე, ყურძნის აქტიური კრეფა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.რთველია მევენახეობის კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში, ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 112 ტონამდე ყურძენი. პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერში მოსავალი 1.4 ათასამდე ტონის ფარგლებშია.რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც რეკორდული რაოდენობის – სამი ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა.
1761216714
„კონსპექტები“ თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით - განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალ პროფესიებში და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვა.პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე — „როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს“.ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელ კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმაროს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.თიბისისთვის, განათლების გზით, განვითარებაზე და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის შესაძლებლობას. „კონსპექტები“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთ მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ - მთავარია გჯეროდეს!
1761215473
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
ვის ეკუთვნის „ლუკოილ ჯორჯია“ და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლე...
1761214465
საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე აირ...
1760533680
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის...
1760533500
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესე...
1760611220













