ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების ქვეყნებში შესვლა, გადაწყვეტილებას ესტონეთიც შეუერთდა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

„დღეიდან, უფრო სწორად, 16 წუთში, ესტონეთი კრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალების ესტონეთში შემოსვლას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსული ნომრით კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება.