Driving Excellence - „თეგეტამ“ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ა...
პრეზენტაცია „თეგეტას“
მულტიფუნქციური
სერვისცენტრის
კონცეპტუალურ სივრცეში
გაიმართა. ღონისძიებას
კომპანიის პარტნიორი
ორგანიზაციები, საფინანსო
ინსტიტუტების
წარმომადგენლები,
ჰოლდინგის მენეჯმენტი და
თანამშრომლები
ესწრებოდნენ. 200-გვერდიანი
დოკუმენტი ღონისძიების
წარმომადგენლებს
კომპანიის მთავარმა
აღმასრულებელმა ოფიცერმა
გააცნო.ეკატერინე
ქავთარაძე, „თეგეტა
ჰოლდინგის“ მთავარი
აღმასრულებელი ოფიცერი:
„თეგეტას“ პირველი წლიური
ანგარიში საერთაშორისო
სტანდარტებით შექმნილი
დოკუმენტია, რომელიც
ასახავს ჩვენს პროგრესს,
სტრატეგიასა და იმ
პასუხისმგებლობას,
რომელიც თანამშრომლების,
მომხმარებლებისა და
პარტნიორების წინაშე
გვაქვს.ანგარიში გვაძლევს
შესაძლებლობას, მკაფიოდ
ვაჩვენოთ, სად ვდგავართ
დღეს და რა გზით
ვვითარდებით. ის მოიცავს
დეტალურ ანალიზს ჩვენი
ბიზნესის დინამიკის,
ქართულ და რეგიონულ
ეკონომიკაში „თეგეტას“
როლის, ასევე ინოვაციური
პროექტებისა და ახალი
თანამშრომლობების
შესახებ, რომლებიც გასულ
წელს დავიწყეთ.ანგარიში
ადასტურებს, რომ ჩვენი
მიზანია, დავამკვიდროთ
მაღალი სტანდარტი -
სტანდარტი, რომელიც
ემყარება გამჭვირვალობას,
კორპორაციული მართვის
კულტურასა და მუდმივ
განვითარებას.ჩვენ
ვაგრძელებთ ნდობის
განმტკიცებას, რომელიც
გვაკავშირებს ჩვენს
გუნდთან, მომხმარებლებთან
და
პარტნიორებთან“.„თეგეტა
ჰოლდინგი“ წელს 30 წლის
იუბილეს აღნიშნავს,
აერთიანებს 35-ზე მეტ
შვილობილ კომპანიას, ჰყავს
500 000-მდე საცალო და 35 000-მდე
კორპორაციული
მომხმარებელი.
საერთაშორისო
სტანდარტების ანგარიშში
კომპანიამ დაინტერესებულ
პირებს მომხმარებელთა და
დაკავშირებულ მხარეთა
კმაყოფილების კვლევის
შედეგები წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, 2024
წელს „თეგეტა ჰოლდინგის“
მომხმარებელთა
კმაყოფილების ინდექსმა 96%
შეადგინა.დოკუმენტში
დაწვრილებით არის
აღწერილი გასული წლის
ფინანსური მაჩვენებლებიც.
კომპანიის შემოსავალი 2024-ში
19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ
ლარს მიაღწია. ჰოლდინგის
მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
გადახდილმა თანხამ 125
მილიონს
გადააჭარბა.მკვეთრად
გაფართოვდა ჰოლდინგის
ბიზნესპორტფელი ისეთი
ბრენდებით, როგორებიცაა
Bentley, Lamborghini, ასევე
ელექტრომობილების
მწარმოებელი Zeekr.2024 წელი
მნიშვნელოვანი იყო
ინფრასტრუქტურული
განვითარების
თვალსაზრისითაც. აშენდა
ახალი სერვისცენტრები
როგორც მსუბუქი, ისე
სატვირთო
ავტომობილებისათვის.
გეზის ეკონომიკურ ზონაში
განხორციელებული პროექტი
ერთ-ერთი გამორჩეულია
კომპანიისთვის და MAN-ის „A+“
სერტიფიკატს ფლობს.გასულ
წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“
საქართველოში პირველი
მულტიბრენდული შოურუმი
გახსნა. ის Geely-ს, Mazda-სა და Auto
Gallery-ს აერთიანებს.წლიურ
ანგარიშში კომპანიის
საერთაშორისო ექსპანსია
და რეგიონებში „თეგეტას“
საქმიანობაც მოხვდა. 2024
წელს „თეგეტა“ Bridgestone-ის
ოფიციალური დისტრიბუტორი
გახდა სომხეთსა და
აზერბაიჯანშიც. გარდა
ამისა, გაფართოვდა
რეგიონული თანამშრომლობა
Mazda-სთან და კომპანია
იაპონურ ბრენდს სომხეთის
ბაზარზეც წარმოადგენს.
წელი წარმატებული იყო
კომერციული ტექნიკის
მიმართულებითაც -
„თეგეტა“ სომხეთსა და
აზერბაიჯანში Renault Trucks-ის
ოფიციალური დილერი გახდა.
გაყიდვების პორტფელში
პირველად დაფიქსირდა
სპეციალური დანიშნულების
ტექნიკის რეალიზაცია
თურქმენეთისა და
ყაზახეთის
ბაზრებზე.როგორც
პასუხისმგებლობიანი
ბიზნესისთვის,
კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობა „თეგეტა
ჰოლდინგის“ საქმიანობის
განუყოფელი ნაწილი იყო 2024
წელსაც. „თეგეტა“
ერთადერთი კომპანიაა
რეგიონის საავტომობილო
ინდუსტრიაში, რომელმაც
საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი
კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის
სტრატეგია შეიმუშავა და 2024
წელს სტრატეგიით გაწერილი
მიზნებისა და ამოცანების
შესახებ საზოგადოებას
დეტალური ანგარიში
წარუდგინა.ახალი
სტანდარტის დანერგვით
„თეგეტა“ არა მხოლოდ
საკუთარ საქმიანობაში
ამკვიდრებს
ანგარიშვალდებულებისა და
გამჭვირვალობის კულტურას,
არამედ საავტომობილო
სექტორს აძლევს მაგალითს
პასუხისმგებლობიანი
ბიზნესის წარმოების
მიმართულებით. 2025
„თეგეტასთვის“ საიუბილეო
წელია — ჰოლდინგი 30 წლის
იუბილეს აღნიშნავს და ამ
მნიშვნელოვან თარიღს
ახალი სტანდარტებითა და
ამბიციური გეგმებით
ხვდება.--,,თეგეტა
ჰოლდინგის” შესახებ:
უმსხვილესი საავტომობილო
კომპანია კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში
მომხმარებელს
საავტომობილო ეკოსისტემის
სრულ სპექტრს სთავაზობს,
რაც მსუბუქ, სატვირთო და
სამშენებლო, ასევე
კომერციულ, სამგზავრო და
ინდუსტრიულ ტრანსპორტს
მოიცავს. მთელი ქვეყნის
მასშტაბით ,,თეგეტას” 28
სერვისცენტრი აქვს.
„თეგეტა“ ექსკლუზიურად
წარმოადგენს ცნობილ
ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota,
Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და
სპეცტექნიკის
მიმართულებით ჰოლდინგის
პარტნიორები არიან ისეთი
დიდი ბრენდები,
როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG
და სხვები. ,,თეგეტა”
მსოფლიოს 300-ზე მეტი
წამყვანი საავტომობილო
ბრენდის იმპორტიორია
საქართველოში. ,,თეგეტა
ჰოლდინგი”, 3000-მდე
თანამშრომლით, დღეს
საქართველოში ერთ-ერთი
უმსხვილესი
დამსაქმებელია.
1758194220