წყარო: fortuna.ge
წყარო: fortuna.ge
ნინო ჯელაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფაქტორინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები დაფინანსების წყაროდ გამოიყენონ და გადახდის მოლოდინის პერიოდში საჭირო საბრუნავი კაპიტალი უფრო სწრაფად მიიღონ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს ფულადი ნაკადების მართვის გაუმჯობესებას, მომწოდებლებთან ანგარიშსწორებასა და ბიზნესის გაფართოებას.„ეროვნული ბანკის მიზანია საქართველოში ფაქტორინგი დაფინანსების პრაქტიკულ და სანდო წყაროდ აქციოს. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, დავეხმაროთ ბიზნესს საბრუნავი კაპიტალის უფრო ეფექტიანად მართვაში, გავაფართოოთ შესაძლებლობები ფინანსური სექტორისთვის და ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა რომ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2026 წლის 6 აპრილს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელმაც ბაზრის განვითარების სამართლებრივი საფუძველი შექმნა. მისი შეფასებით, ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.„საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტორინგის ბაზრის განვითარებაზე მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აგრძელებს. მათ შორისაა ფაქტორინგის კომპანიებისა და პლატფორმების საქმიანობის მარეგულირებელი წესების მომზადება, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორისა და ბიზნესის ინფორმირებულობის გაზრდა“, - განაცხადა მან.ნინო ჯელაძემ, ასევე, ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, სამართლებრივი და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნასთან ერთად, ფაქტორინგის ბაზრის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი კომპეტენცია და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები.„ვაჭრობის დაფინანსების მომავალი: ფაქტორინგი და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება“ - ღონისძიება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციისა და ფაქტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (FCI) ორგანიზებით იმართება, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
1793366732
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასევე დაგეგმილია ორლოვკა-სპასოვკის სათავე ნაგებობისა და მურჯახეთის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური საორიენტაციო ღირებულება 1 188 499 ლარია. მათი განხორციელების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 4 227 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უფრო მასშტაბური პროექტებიც იგეგმება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ნინოწმინდაში ზრესის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენისთვის _ 15 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტები 3 000 ჰექტარი სავარგულების ეფექტიან მორწყვას შეუწყობს ხელს.
1793362244
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ქართულ კომერციულ ბანკებსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ინსტიტუტს შორის კავშირების განვითარებასა და ტრანსსასაზღვრო საბანკო მომსახურების შესაძლებლობებზე.ჩინური მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ კომერციულ ბანკებთან, რომელთა მიზანი სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განხილვა იყო.შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას Bank of China-სთან, რომელიც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) ინვესტორებთან დაკავშირებულ გენერალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩინეთის ფინანსურ ბაზარზე საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას. შეთანხმების საფუძველზე Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას გაუფართოებს. ამასთანავე, მხარეებმა ხელი მოაწერეს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულებას (ISDA - International Swaps and Derivatives Association), რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო და საპროცენტო განაკვეთის დერივატივებზე წვდომას გაუფართოებს. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს სების საერთაშორისო რეზერვებში არსებული სავალუტო და საპროცენტო რისკების უფრო ეფექტიან მართვას.ISDA ხელშეკრულება ასევე გააძლიერებს CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს სების საერთაშორისო რეზერვების ჩინური იუანის საინვესტიციო პორტფელის მართვის მეტ მოქნილობას.„საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ფინანსური კავშირების გაძლიერება და თანამედროვე საბანკო მომსახურების განვითარება ახლდეს თან. Bank of China-სთან თანამშრომლობის გაღრმავება ქართულ კომერციულ ბანკებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საერთაშორისო საბანკო ქსელთან ურთიერთობის, ტრანსსასაზღვრო გადახდების და ანგარიშსწორების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ და ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის განვითარებას და ზოგადად საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო კავშირების გაფართოებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.იან ჯუნის განცხადებით, Bank of China დაინტერესებულია საერთაშორისო ფინანსური კავშირების გაძლიერებით და მზად არის, ქართულ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილოს.„საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ქართულ კომერციულ ბანკებთან პირდაპირი დიალოგი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავეცნოთ მათი საქმიანობის სპეციფიკას, განვიხილოთ არსებული საჭიროებები და გამოვავლინოთ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს შორის საქმიანი კავშირების განვითარებას და ფინანსური მომსახურების სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა იან ჯუნმა.Bank of China ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტია და საერთაშორისო მასშტაბით ფართო ქსელით ოპერირებს. ბანკი 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, ჩინეთის კონტინენტური ნაწილის მიღმა 64 ქვეყანაში და რეგიონში იყო წარმოდგენილი, რაც მას საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებისა და ფინანსური მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს.„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული შეხვედრები ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ფინანსურ სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული კომერციული ბანკებისთვის ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო ფინანსური კავშირების გაფართოებას.
1793361191
სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის თანაორგანიზებით გაიმართა და ფინანსური სექტორის ლიდერებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური ბაზრების განვითარება, კაპიტალის ბაზრის ახალი შესაძლებლობები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა იყო.გიორგი კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღო AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ფინანსურ სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ბაზრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში, გიორგი კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.გალტ & თაგარტი როგორც პირველი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს.
1793359386
მინისტრის თქმით, საქართველო მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს, რაც მისი თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას. სასიხარულოა, რომ ვხედავთ აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ვაჭრობის მიმართულებით, განათლების, ისევე როგორც IT სექტორში. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ისევე როგორც ტურიზმის სექტორს, მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საქართველოში ინვესტირება, განაგრძონ ბიზნესის განვითარება, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენციის ზრდას, ისევე როგორც ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
1793357246
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კონსულტაციები მიმდინარეობს.„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, კონსტიტუცია ადგენს ამას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადების გაკეთების უფლება“, - განაცხადა პრემიერმა.
1793354021
ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია
1792667760
ნათია ჯანაშია 20 მილიონიან გრანდიოზულ სასახლეზე შეკითხვებს არ პასუხობს
1792661403
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ“ - სასამართლო ქრო...
1792404797