eauction.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, რომ თბილისში გურამიშვილის გამზირზე, N84-ში მდებარე სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებლის” უძრავ და მოძრავ ქონებას ყიდის.
აუქციონი 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს სრულდება.
სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი.