როგორც ყაზახური ფინტექ კომპანიის Kaspi.kz-ის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი, მათი წმინდა მოგება 2023 წელს 44%–ით გაიზარდა 849 მლრდ ტენგემდე (თითქმის 5 მლრდ ლარი) გაიზარდა.

კერძოდ, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 51%–ით არის გაზრდილი 1,9 ტრლნ ტენგემდე (11 მლრდ ლარი).

გასული წლის IV კვარტალის შედეგების მიხედვით, კომპანიის დირექტორთა საბჭომ, რომელსაც ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, აქციონერების თანხმობით, თითოეულ აქციაზე 850 ტენგე (5 ლარი) დაამტკიცა დივიდენდის სახით.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ გერმანიაში დალისტულ აქციებს 25 მარტამდე გადაიტანენ ლონდონის ბირჟაზე.

წელს, იანვარში, Kaspi–ს აქციონერებმა ამერიკულ ბირჟაზე Nasdaq $1,04 მლრდ–ის ფასიანი ქაღალდები განათავსეს.