გალთ & თაგარტის 29 იანვარი – 2 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედარებით, გაძვირდა. ყველაზე მაღალი ზრდა Georgia Capital-ის აქციებზე დაფიქსირდა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.26% წინა კვირასთან შედარებით და -5.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 134 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.10 - 38.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.49% წინა კვირასთან შედარებით და +4.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.60 - 29.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 27 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.41% წინა კვირასთან შედარებით და +10.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 525 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.70 - 11.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.