2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი.
აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.
2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი.
აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.
შედეგად, ფერმერებმა 6.5 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია დაახლოებით 2.5 მლნ ლარს შეადგენს.არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან;სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.
1762338098
თავდაპირველად, საცდელი ფესტივალის ფარგლებში, კედლები თბილისის უბნებში მოიხატა. დადებითმა შეფასებებმა და საზოგადოების დიდმა ინტერესმა ავტორებს უბიძგა ქალაქებშიც გავრცელება, საბოლოოდ კი „ნიკოს“ სახელი საქართველოს გასცდა.„ნიკოს“ იდეის ავტორებმა დასაწყისში მეგობარი მხატვრები შემოიკრიბეს, თუმცა წარმატების მიღწევასთან ერთად მალევე ახალი არტისტების აღმოჩენისა და მხარდაჭერის სურვილიც გაუჩნდათ.პროექტის თანადამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი, ჩვენთან საუბარში იხსენებს:„როდესაც ამ ყველაფერს შევეჭიდეთ, იმ დროს მხოლოდ 3-4 თვითნასწავლი არტისტი მუშაობდა. რეალურად, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს შანსს მისცემდა დიდ, მასშტაბურ პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა ან საკუთარი ესკიზები რეალურ სივრცეში გაეცოცხლებინათ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი შემდეგი იყო: ერთი მხრივ, გაგვეზარდა არსებული არტისტებისა და ნიკოს ცნობადობა, ხოლო მეორე მხრივ, აღმოგვეჩინა ახალი სახეები”.და სწორედ ასე დაიბადა „ნიკო მაღლივი“. ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მაღლივი კორპუსის” ბიბლიოთეკის კედლებზე ეწყობა. იდეის მხარდამჭერი კი აქაც, “ნიკოს” დიდი ხნის მთავარი პარტნიორი, საქართველოს ბანკია.სახელწოდება „მაღლივი“ მხოლოდ ლოკაციის აღწერა არ გეგონოთ, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქუჩის ხელოვნებაში დამკვიდრებული ტერმინი “going up“ არტისტის შემოქმედებით გზას ასახავს. კერძოდ, ეს არის გზა დამწყებიდან პროფესიონალობამდე და უცნობობიდან აღიარებამდე. სწორედ ამ ორმაგი მნიშვნელობის თანხვედრამ აქცია „ნიკო მაღლივი“ შესაფერისს სახელად იმ პლატფორმისთვის, რომელიც ახალბედა არტისტებს შესაძლებლობას აძლევს, თავი დიდ მხატვრობაში გამოსცადონ.სანამ მხატვრები მაღლივის მოხატვას შეუდგებიან, ყველაფერი ესკიზითა და ღია კონკურსით იწყება, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, გაქვს თუ არა გამოცდილება, “ნიკო” ყველას აძლევს შანსს. თემატიკის მხრივ, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც სტილისტური. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ესკიზი არ შეიცავდეს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციულ მესიჯს ან ძალადობრივ სიმბოლიკას. მთავარია, იდეა იყოს გულწრფელი, სრულად იყოს ათვისებული სამუშაო სივრცე და გამოხატავდეს არტისტის ხასიათს.შემოსული ესკიზებიდან ჟიური 15 კედლისთვის 15 საუკეთესო ნამუშევარს ირჩევს. ამ კედლებზე არ ხატავენ მხოლოდ იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. აქ იბადება აზრები, კითხვები, პროტესტი და ემოცია.სწორედ ამიტომ, სანდრომ და მისმა გუნდმა პროექტს „სავარჯიშო სივრცე“ შეარქვეს. ვინაიდან, ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურის ფონზე, თამამად შეგიძლია სცადო ახალი იდეები, იყო თავისუფალი და გადააქციო შენი ესკიზი მასშტაბურ ილუსტრაციად. და რაც მთავარია, რაც არ უნდა დაგჭირდეს, საღებავებიიდან დაწყებული ტექნიკურ უზრუნველყოფამდე, ჩანაფიქრის სისრულემდე მიყვანისთვის ყველაფერი ადგილზეა.„დამწყები არტისტებისთვის, მაღლივის ბიბლიოთეკა, ერთგვარი სავარჯიშო სივრცეა. თსუ-ს ჩართულობითა და მხარდაჭერით, საშუალება გვეძლევა ძველი ნახატები ახლით ჩავანაცვლოთ. აქ ისინი სწავლობენ, ვითარდებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობენ. არტისტები არიან სრულად თავისუფალნი, მათ მიზნებსა და შემოქმედებას არავინ აქცევს ჩარჩოებში. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში ჩართულია მთელი გუნდი, მოქმედი არტისტები ცდილობენ ახალბედებს დაეხმარონ, უზიარებენ ხრიკებსა და ტექნიკას, ეხმარებიან და ამხნევებენ“,- ამბობს სანდრო.ფაქტია „ნიკოს“ ხედვამ და მონდომებამ გაამართლა. 18 მოქმედი არტისტიდან 11 სწორედ, “ნიკო მაღლივის“ ფარგლებში აღმოაჩინეს. რაც ყველაზე მთავარია, გუნდი არც ახლა აპირებს გაჩერებას და საქართველოს ბანკთან ერთად განაგრძობს ახალი მწვერვალების დაპყრობას. აქვე გეტყვით, რომ ფესტივალის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:• მასალებთან მუშაობის ტექნიკას;• კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;• მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა - ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.
1762337933
ნოემბრის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი, ონლაინ ფორმატში, 11 და 13 ნოემბერს გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს. მეორე ტრენინგი ონლაინ ფორმატში 12 და 26 ნოემბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. მესამე ტრენინგი ხშირად დაშვებულ ფინანსურ შეცდომებს შეეხება და მას, ონლაინ ფორმატში, 18 ნოემბერს, ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება. ნოემბრის თვის კიდევ ერთი ტრენინგის თემა ექსპორტის მართვა იქნება. შეხვედრა ქუთაისში, 26 ნოემბერს, ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს. მე-5 ტრენინგი ESG თემატიკას დაეთმობა და ის, ონლაინ სივრცეში, 25 და 28 ნოემბერს ჩატარდება. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებსწინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
1762335693
"საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ტიპის მზარდი ეკონომიკისათვის ფასების სტაბილურობაში ინფლაციის 3%-იანი დონე მოიაზრება. მიმდინარე წლის ბოლო თვეების ტენდენციების მიხედვით, საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება და უკვე აპრილის თვიდან მოყოლებული მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს გადასცდა. უახლესი, ოქტომბრის თვის მონაცემებით კი, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 5.2% შეადგინა.ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ განაპირობა. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა, ხოლო ყველაზე მეტად 21 პროცენტით ხილსა და ყურძენზე გაიზარდა ფასები. შედეგად, თუ აქამდე მიზნობრივთან ახლოს მყოფი ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ერთობლიობა და ლარის კურსის სტაბილურობა მონეტარული პოლიტიკის მცირედით შემცირების მოლოდინებს ქმნიდა, ახლა ინფლაციის ზრდის მიმართულებით გაზრდილი რისკების ფონზე, ეს ფაქტორი განეიტრალდა და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება მართებულია და იგი პრევენციული ხასიათისაა", - აღნიშნავენ აფბაში. შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.
1762335439
ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება.საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO) აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში.ჰაბის ფარგლებში BTU კოორდინაციას გაუწევს მოსწავლეთა და ახალგაზრდების მომზადებას, ეროვნული ნაკრების შერჩევას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ოლიმპიადებში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალს.აღსანიშნავია, რომ საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში და უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე - მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.პროექტის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, ამიტომ თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობაში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას და ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.
1762335113
ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც არსებითია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფანში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინტერესო პარტნიორად გვაქცევს ჩინეთისთვის“, – აღნიშნა თურნავამ.ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას.მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ამას ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა.„მან პირდაპირ თქვა, რომ საგადახდო სისტემების მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ეს არის ჩვენი ძალისხმევის დაფასებაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის CIPS-ის მენეჯმენტთან. ქართული ბანკები აქტიურად მიმართავენ ამ სისტემას იმისთვის, რომ მისი პირდაპირი მონაწილეები გახდნენ, რაც იუანში განხორციელებული ტრანზაქციების უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად, შუამავლების გარეშე შესრულების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
1762332060
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას...
1762165452
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
სენსაციური პროგნოზი: "საქართველოს შავის ზღვის შელფურ ზონაში დაახლოებით...
1762169206