შოკოლადისა და ტკბილეულის უმსხვილესი მწარმოებლის საქართველოში შპს „ბარამბოს” ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა შეაჯამა.

„ბარამბო“ ოპერირებს 2009 წლიდან და ძირითადად ფოკუსირებულია შოკოლადის წარმოებაზე, 2011 წლიდან კი დაიწყო ნაყინისა და ვაფლის წარმოებაც. ამჟამად 7 ბრენდის ქვეშ აერთიანებს 204 დასახელების სხვადასხვა ტიპის საკონდიტრო ნაწარმს.

„კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს და ბრუნვისმხოლოდ 4% გენერირდება ექსპორტიდან.

საწარმო - თავისი მასშტაბურობით და წარმადობით - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც წამყვან პოზიციაზე იმყოფება. თუმცა, ადგილობრივი ბაზრის სიმცირიდან დაექსპორტის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, კომპანიას ჯერ არ მიუღწევია საწარმოს სრული უტილიზაციისა და ხარჯების და მომგებიანობის ოპტიმიზაციისთვის”, - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.

კომპანიის შემოსავლებმა 2021 წელს ₾48.2 მილიონი შეადგინა, რაც 1%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.

2017-2021 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) მხოლოდ 2.7%-ით იზრდებოდა. აღსანიშნავია რომ პანდემიის პირველ წელს (2020) კომპანიამ ვერ შეძლო შემოსავლების შენარჩუნება და ბრუნვა 8%-ით შეუმცირდა.

„შეინიშნება საერთო მოგების მარჟის (gross profit margin) მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია. თუ 2017 წელს 28%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებდა, 2021-ში ეს მაჩვენებელი 17%-მდე ჩამოვიდა.

საერთო მოგების მარჟებზე უარყოფითი გავლენა იქონია თვითღირებულების ხარჯების ზრდამ (კაკაოპროდუქტები, ცხიმები და რძის პროდუქტები). „ბარამბოს“ საერთო მარჟებზე ასევე დიდწნეხს ახდენს ის ფაქტი, რომ საწარმო სრული დატვირთვით ჯერ ვერ მუშაობს. შესაბამისადკომპანიას აქვს გამოუყენებელი სიმძლავრის გამო გადაუნაწილებელი ზედნადები ხარჯები. თუამ ზედნადებ ხარჯებს გამოვაკლებთ, „ბარამბოს“ საერთო მოგების მარჟა 2021 წელს 25% იქნებოდა (2017 წელს: 35%).

კომპანიის EBITDA-მ ₾5.3 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 11%. საერთო მოგების მარჟისშემცირებასთან ერთად, კომპანიის EBITDA მარჟაც შემცირდა 2017-2021 წლებში. შედარებისთვის, EBITDA მარჟა 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში იყო 22%, 17%, 11% და 12% შესაბამისად.

აღებული სესხის ბალანსმა 2021 წლის ბოლოს ₾26 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი აქტივების 37%-ს წარმოადგენს. სესხის მთლიანი მოცულობა მოიცავს ₾6 მილიონის ოდენობით დაკავშირებული მხარეებისგან ნასესხებ სახსრებზე დარიცხულ პროცენტებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ეს თანხა „სხვა ფინანსურ ვალდებულებებში“ აქვს აღრიცხული, ჩვენი ანალიზის მიზნებისთვის სესხში შევიყვანეთ,“ - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.

კომპანიის წმინდა მოგებამ ₾1.2 მილიონი შეადგინა, წმინდა მოგების მარჟამ კი 2.5%.

კომპანიის ლევერიჯ კოეფიციენტები შემდეგია:

- Total Debt / EBITDA: 4.9x

- Total Debt / Equity: 0.8x

- Total Liabilities / Equity: 1.1x

- EBITDA / Interest Expense: 2.4x

მთლიანი აქტივების ღირებულება ₾70 მილიონს შეადგენს, საიდანაც ₾48 მილიონი ძირითად საშუალებებზე მოდის (მანქანა-დანადგარები, მიწა & შენობა დაგებობები, ა.შ.).

მოცულობითი კაპიტალური ინვესტიციებისა და მაღალი ლევერიჯის ფონზე, კომპანიას არრჩება საკმარისი free cash flow დივიდენდების გასაცემად.

საინტერესოა რომ „ბარამბომ“ მნიშვნელოვნად შეამცირა ბოლო წლებში მარკეტინგული აქტივობების დანახარჯები. თუ 2016 წელს რეკლამის და გაყიდვების ხარჯი შეადგენდა ₾1.5 მილიონს, ეს დანახარჯები 2021 წელს მხოლოდ ₾462 ათასი იყო.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულებაა. მაგალითად, შოკოლადის წარმოებისთვის გამოიყენება ბელგიური ნედლეული (მომწოდებელი: Barry Callebaut), რაც წარმოქმნის სავალუტო რისკს და ასევე ნეგატიურად აისახება საერთომოგების მარჟებზე.

„ბარამბო”-ს კომპანიის მფლობელები არიან:

- მარი ჩოჩელი: 66.25%

- უჩა კაპანაძე: 22.50%

- ინგა ხუციშვილი: 11.25%.