105 წლის წინ, 1919 წლის 11 ივლისს, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები „სდრ".

ქართული ბონები 1919 - 1921 წლებში მიმოიქცეოდა და დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, - ნათქვამია გავრცელებულ  ინფორმაციაში.