გერმანულმა ენერგოკომპანიამ Uniper-მა გაზპრომ ექსპორტთან რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტები შეწყვიტა, იტყობინება გერმანული მედია ენერგოკონცერნზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 7 ივნისს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ აღიარა Uniper-ის უფლება შეწყვიტოს კონტრაქტები და მიანიჭა მას 13 მილიარდ ევროზე მეტი კომპენსაცია გაზის მოცულობისთვის, რომელიც არ მიეწოდება გაზპრომ ექსპორტს.

არბიტრაჟმა გადაწყვეტილება მიიღო შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად. მისი გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულო და საბოლოოა.

„დღეს „უნიპერმა“ გადაწყვიტა შეწყვიტოს გრძელვადიანი კონტრაქტები რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე და ამით ლეგალურად დაასრულა გრძელვადიანი ურთიერთობა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექსპორტთან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.