ეკატერინე მიქაბაძე: BARTA-ს კონკურსმა ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის...
როგორც მან „ბიზნეს
კურიერის“
ეთერში განაცხადა,
კომპანიებმა და, ზოგადად,
საზოგადოებამ
ანგარიშგებისა და
გამჭვირვალობის სარგებელი
ნამდვილად დაინახეს.„BARTA-ს
მიზანი საქართველოში
ანგარიშგებისა და
გამჭვირვალობის ხარისხის
ზრდაა. კონკურსის
ჩამოყალიბებიდან დღემდე
პროგრესი
ერთმნიშვნელოვნად
თვალშისაცემი და
შესამჩნევია. გაუმჯობესდა
როგორც ფინანსური
ანგარიშგების
მიმართულებით ხარისხი,
ასევე არაფინანსური
ანგარიშგების
მიმართულება, როგორიცაა
მდგრადობისა და
მმართველობის
ანგარიშგება.კონკურსმა ამ
ეტაპზე მნიშვნელოვანი
პოზიტიური შედეგები
მოიტანა. მაგალითად,
საშუალო შეფასება 2023 წელს 50.1
ქულა იყო, 2024 წელს უკვე 56.5
ქულა, ხოლო 2025 წელს
კომპანიების საშუალო
შეფასებამ 58.1 ქულა
შეადგინა. ამ მარტივმა
მაგალითმაც აჩვენა, რომ
პროგრესი ნამდვილად
სახეზეა.რაც მთავარია,
კომპანიებმა და, ზოგადად,
საზოგადოებამ
ანგარიშგებისა და
გამჭვირვალობის სარგებელი
ნამდვილად დაინახეს.
სწორედ ეს არის BARTA-ს მიზანი -
ერთი მხრივ, კომპანიებს
მისცეს სტიმული, რომ
საკუთარი ანგარიშგება და
გამჭვირვალობა
გააუმჯობესონ და უფრო
მაღალ სტანდარტებს
უპასუხონ, ხოლო, მეორე
მხრივ, საზოგადოებას ამ
მიმართულების მნიშვნელობა
დაანახოს“, - განაცხადა
ეკატერინე მიქაბაძემ.მისი
თქმით, როგორც
საერთაშორისო დონეზე
განვითარდება
სტანდარტები, სწორედ ისე
იმოქმედებს ეროვნული
ბანკიც.„ჩვენც ფეხს
ავუწყობთ. როგორც ქართული
ბიზნესსაზოგადოება, ასევე
კონკურსიც განვითარდება.
ეტაპობრივად დავამატებთ
ახალ ნომინაციებს
საერთაშორისო პრაქტიკის
პროგრესის შესაბამისად. ეს
ცოცხალი პროცესია და,
მიუხედავად ხარისხის
მაღალი ზრდისა,
კომპანიებისთვის მაინც
სიახლე იქნება“, -
განაცხადა ეკატერინე
მიქაბაძემ.მისივე
თქმით, პრაქტიკამ აჩვენა,
რომ კომპანიებმა,
რომლებმაც განმეორებით
მიიღეს კონკურსში
მონაწილეობა, გაცილებით
უკეთესი შედეგები აჩვენეს
და გაუმჯობესეს თავიანთი
სტანდარტები. "გვაქვს
დებიუტანტი კომპანიის
ნომინაცია. ყოველთვის
გვაქვს სურვილი, რომ ახალმა
კომპანიებმა მონაწილეობა
მიიღონ. მოვუწოდებ
კომპანიებს, BARTA-ს კონკურსში
მონაწილეობა მიიღონ,
საკუთარი თავი
წარმოაჩინონ და
შესაძლებლობებს შეხედონ.
ეს კონკურსი არ არის მხოლოდ
იმისკენ მიმართული, რომ
გამარჯვებული
გამოვლინდეს, ეს არის
პროცესი, რომელიც
კომპანიებს საშუალებას
აძლევს, გამოცდილება
შეიძინონ და ნახონ, თუ რა
არის საუკეთესო სტანდარტი.
მინიჭებული ქულები არის
სრულიად გამჭვირვალე.
შესაბამისად, კომპანიებს
აქვს საშუალება, ნახონ, თუ
სად აქვთ გაუმჯობესების
პოტენციალი და საკმაოდ
კომპეტენეტური ჟიურისგან
უკუკავშირი მიიღონ.
რამდენიმე კომპანიის
შემთხვევაში, 7 წლის
განმავლობაში, ჩვენმა
პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ
კომპანიებმა, რომლებმაც
განმეორებით მიიღეს
მონაწილეობა, გაცილებით
უკეთესი შედეგები აჩვენეს
და გაუმჯობესეს თავიანთი
სტანდარტები. ეს ორმხრივი
სარგებელია
კოპანიებისთვის- გარდა
იმისა, რომ აღიარებას
მოიპოვებენ, ასევე
პროგრესის მაღალი
შესაძლებლობა
აქვთ”,-განაცხადა
ეკატერინე
მიქაბაძემ. როგორც მან
განმარტა, BARTA 2026 წლის 1-ელ
ოქტომბერს გაიხსნა და
კომპანიებს განაცხადების
წარდგენა 10 ნოემბრამდე,
BARTA.ge-ზე შეუძლიათ.
გამარჯვებულები კი
თებერვალში
გამოვლინდებიან.მან ასევე
კონკურსზე დამატებულ ახალ
ნომინაციებზე
ისაუბრა.„გვაქვს ახალი
ნომინაცია - „საუკეთესო
ანგარიშგებისა და
გამჭვირვალობის მქონე
სახელმწიფო საწარმო“.
ასევე გვაქვს „ჟიურის
რჩეული“. ტრადიციულად,
შევინარჩუნეთ საუკეთესო
დებიუტანტი კომპანიის
ნომინაციაც, რათა
გამოვავლინოთ ისეთი
კომპანია, რომელმაც
კონკურსში მონაწილეობა
გადაწყვიტა და
ანგარიშგებისა და
გამჭვირვალობის მაღალი
ხარისხი აჩვენა“, -
განაცხადა ეკატერინე
მიქაბაძემ.შეგახსენებთ, BARTA 2019
წელს ევროკავშირის და
მსოფლიო ბანკის ფინანსური
ჩართულობისა და
ანგარიშვალდებულების
ერთობლივი პროექტის
ფარგლებში დაარსდა. BARTA-2026
მხარდაჭერილია მსოფლიო
ბანკის ბუღალტრული
აღრიცხვის, აუდიტისა და
მდგრადობის ანგარიშგების
(EAASURE) რეგიონალური
პროგრამის მიერ, რომელსაც
ფინანსური და მდგრადობის
ანგარიშგების რეფორმების
ცენტრი (CFRR) ახორციელებს.
1791194448