ესპანეთმა რუსული გაზის იმპორტი 65%-ით გაზარდა, იუწყება Reuters.
2023 წლის ივლისში ესპანეთმა რუსეთიდან 65%-ით მეტი გაზი შემოიტანა წინა წლის ივლისთან შედარებით.
ამავდროულად, ქვეყანაში ლურჯი საწვავის მთლიანი იმპორტი 14%-ით შემცირდა, იუწყება სააგენტო ესპანეთის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამრიგად, რუსული გაზის წილი მთლიან იმპორტში გაიზარდა 28%-მდე, წინა წლის 14,5%-თან შედარებით.