CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“...
„კორპორაციული მდგრადობის
ჯილდო - ბიზნესი მდგრადი
განვითარებისთვის“ გაეროს
გლობალური შეთანხმების
ქსელის მიერ ორგანიზებული
ყოველწლიური ღონისძიებაა,
რომელიც განკუთვნილია იმ
კომპანიებისთვის, რომელთა
საქმიანობა პროგრესულ,
თანამედროვე
ღირებულებებზე დაფუძნებულ
ბიზნესმოდელებს ეყრდნობა
და მიზნად ისახავს მდგრადი
განვითარების
ხელშეწყობას.ეკატერინე
ქავთარაძე, „თეგეტა
ჰოლდინგის” მთავარი
აღმასრულებელი ოფიცერი:
„ნარჩენების ეფექტიანი
მართვა „თეგეტასთვის“ არ
არის მხოლოდ პარალელური
აქტივობა - ეს არის ჩვენი
ბიზნესის ყოველდღიური,
განუყოფელი ნაწილი.
კომპანია უკვე წლებია,
საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი
CSR სტრატეგიით
ხელმძღვანელობს, რომლის
ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულებაც სწორედ
გარემოზე ზრუნვაა.
აღიარება, რომელიც
„თეგეტამ“ კიდევ ერთხელ
მოიპოვა, გვაძლევს
მოტივაციას, რომ
გავაგრძელოთ სწორი
მიმართულებით განვითარება
და ამ გზაზე მეტად
ამბიციური მიზნები
დავისახოთ“.ინიციატივებმა,
რომლებიც „თეგეტა
მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ
პლანეტმა“ ერთობლივად
განახორციელეს, შეამცირა
საავტომობილო ნარჩენების
ნეგატიური ზემოქმედება
გარემოზე, ხელი შეუწყო
რესურსების გადამუშავებას
და საზოგადოებას მდგრადი
განვითარების პრინციპები
გააცნო.თათია ხორბალაძე,
„თეგეტა ჰოლდინგის“
სტრატეგიული
კომუნიკაციების
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი: „ამ ჯილდოს
მიღება კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რომ ჩვენი CSR
სტრატეგია სწორად არის
გაწერილი და რეალური
შედეგები აქვს, რომლებიც
როგორც ბიზნესისთვის, ისე
საზოგადოებისთვის
სარგებლის მომტანია.
ჩვენთვის პრინციპულად
მნიშვნელოვანია, რომ
გარემოზე ზრუნვა მხოლოდ
ერთჯერად აქტივობებად არ
დარჩეს და კომპანიის
საქმიანობის განუყოფელი
ნაწილი იყოს.არასოდეს
გვავიწყდება „თეგეტას“
ყველაზე მნიშვნელოვანი
აქტივი - ჩვენი
თანამშრომლები. მათი
ჩართულობა,
პასუხისმგებლობა და
მხარდაჭერა ქმნის იმ
კორპორაციულ კულტურას,
რომელიც კომპანიას
განვითარებასა და
წინსვლაში უწყობს
ხელს.ვფიქრობ, რომ სწორედ
ეს ორმხრივი პროცესები -
ბიზნესის მხრიდან
სისტემური მიდგომა და
თანამშრომელთა ჩართულობა
გახდა ამ ჯილდოს მოპოვების
ერთ-ერთი მთავარი
განმაპირობებელი ფაქტორი.
მოხარულები ვართ, რომ
„თეგეტა“ უკვე მესამე
წელია ინარჩუნებს ამ
მიმართულებით ლიდერის
პოზიციას და ასეთი
მნიშვნელოვანი აღიარება
კიდევ ერთხელ
მოიპოვა“.ჰოლდინგთან
დაკავშირებულმა კომპანიამ
- „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 2024
წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6
640 ტონა ნარჩენი, მათ შორის 3.9
მლნ კგ საბურავი, 1.88 მლნ კგ
აკუმულატორი და 854 000 კგ ზეთი.
აღნიშნული მონაცემები
ნათლად აჩვენებს, რომ
ნარჩენების მართვა
„თეგეტას“
ბიზნესპროცესების
განუყოფელი
ნაწილია.ჰოლდინგის მწვანე
ინიციატივებს შორისაა
კამპანია - „არ
გადაყარო-ჩააბარე!“ -
რომელმაც თბილისსა და
ქუთაისში მოქალაქეებს
საშუალება მისცა,
გამოყენებული ნარჩენები
ჩაებარებინათ, აგრეთვე,
„ბაკურიანის განვითარების
სააგენტოსთან“
თანამშრომლობით
ბაკურიანში შეგროვდა და
გადამუშავდა 30 000
საბურავი.თანამშრომელთა
ჩართულობით, შიდა
ეკოკულტურის განვითარების
ფარგლებში კი „მწვანე
გამოწვევის“ მეშვეობით 1 500
კგ ქაღალდი შეგროვდა, რითაც
170 ხე გადაურჩა მოჭრას, ხოლო
ძველი ბანერები „ბრენდ
ადამიანთან“ პარტნიორობით
ეკომეგობრულ ჩანთებად
გადაკეთდა.„თეგეტას“
გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობა, რომელიც
CSR სტრატეგიის
პრიორიტეტული
მიმართულებაა, ჰოლდინგის
ბიზნესსაქმიანობის
განუყოფელი ნაწილია. ის
სრულად შეესაბამება
გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნებს და
მსგავსი ყოველწლიური
აღიარება ხაზს უსვამს
კომპანიის მდგრად,
თანმიმდევრულ და
კომპლექსურ მიდგომას
გარემოზე ზრუნვის
კუთხით.კონკურსში
„კორპორაციული მდგრადობის
ჯილდო - ბიზნესი მდგრადი
განვითარებისთვის“ 170-მდე
პროექტი იყო წარდგენილი. 6
ნომინაციიდან ერთ-ერთში კი
გამარჯვებული პროექტი
„თეგეტა მოტორსი x თეგეტა
გრინ პლანეტი: ნარჩენების
მართვის ინიციატივები“
გახდა. მონაწილეები
ქართველი და უცხოელი
წევრებისგან შემდგარმა
დამოუკიდებელმა ჟიურიმ
შეაფასა.--„თეგეტა
ჰოლდინგის” შესახებ:
უმსხვილესი საავტომობილო
კომპანია კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში
მომხმარებელს
საავტომობილო ეკოსისტემის
სრულ სპექტრს სთავაზობს,
რაც მსუბუქ, სატვირთო და
სამშენებლო, ასევე
კომერციულ, სამგზავრო და
ინდუსტრიულ ტრანსპორტს
მოიცავს. მთელი ქვეყნის
მასშტაბით „თეგეტას” 28
სერვისცენტრი აქვს.
„თეგეტა“ ექსკლუზიურად
წარმოადგენს ცნობილ
ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo,
Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და
სპეცტექნიკის
მიმართულებით ჰოლდინგის
პარტნიორები არიან ისეთი
დიდი ბრენდები,
როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG
და სხვები. „თეგეტა”
მსოფლიოს 300-ზე მეტი
წამყვანი საავტომობილო
ბრენდის იმპორტიორია
საქართველოში. „თეგეტა
ჰოლდინგი”, 3 000-მდე
თანამშრომლით, დღეს
საქართველოში ერთ-ერთი
უმსხვილესი
დამსაქმებელია.
1764851220