საბანკო სექტორმა მიმდინარე წლის 6 თვე 1.467 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის ამავე პერიოდში წმინდა მოგება 1.25 მლრდ ლარი იყო.

იანვარ-ივნისში 17 ბანკს შორის ზარალზე 5 ბანკია.

2024 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების მოგება/ ზარალი ასეთია:

1. საქართველოს ბანკი 721.15 მლნ ლარი
2. თიბისი ბანკი 568.04 მლნ ლარი
3. ლიბერთი ბანკი 56.4 მლნ ლარი
4. ბაზის ბანკი 36.96 მლნ ლარი
5. კრედო ბანკი 24.08 მლნ ლარი
6. პროკრედიტ ბანკი 18.05 მლნ ლარი
7. ტერა ბანკი 16.14 მლნ ლარი
8. ბანკი ქართუ 15.98 მლნ ლარი
9. ხალიკ ბანკი 10.59 მლნ ლარი
10. იშ ბანკი 8.58 მლნ ლარი
11. პაშა ბანკი 3.15 მლნ ლარი
12. ზირაათ ბანკი 2.94 მლნ ლარი
13. პეივ ბანკი (- 0.204 მლნ) ლარი
14. პეისერა (-0.487 მლნ) ლარი
15. ჰეშ ბანკი (-1.62 მლნ) ლარი
16. სილქ ბანკი (-3.90 მლნ) ლარი
17. ვითიბი ბანკი ( -8.6 მლნ) ლარი

სექტორის მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს აღემატებოდა. აქტივების 77.8% ორ ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ (34.1 მლრდ ლარი) და „თიბისის“ (33.4 მლრდ ლარი) უჭირავს. მათი ჯამური წმინდა მოგება 1.289 მლრდ ლარზე მეტია.