აგვისტოში სებმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები $199.6 მლნ-ით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს ბოლოსთვის $5.2 მლრდ-ს შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია, ხოლო ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, 2025 წლის სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
- მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $101.7 მლნ
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $266.4 მლნ
- მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $245.4 მლნ
- ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $266 მლნ
- ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $416.9 მლნ
- აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - $199.6 მლნ
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებს რაც შეეხება, აგვისტოს ბოლოსთვის აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს $11 მლრდ–ზე მეტი ჰქონდა დაგროვილი, ხოლო სომხეთის ბანკის რეზერვების მოცულობა $4,2 მლრდ იყო.