„ჩვენი მიზანია, ფინანსური ეკოსისტემის მზარდი სირთულის საპასუხოდ, ზედამხედველობა უფრო ეფექტიანი, პროაქტიული და მონაცემებზე ორიენტირებული გავხადოთ“, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ FINA LLC-ის მიერ ორგანიზებულ SupTech Summit 2024-ზე გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის იმ ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სებ-ს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად და გამჭვირვალედ განახორციელოს ფინანსური სისტემის ზედამხედველობა.

ვარლამ ებანოიძის თქმით, SupTech სტრატეგია საზედამხედველო პროცესებში ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზეა ორიენტირებული, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი.

#SupTechSummit-ის მიზანი საზედამხედველო ტექნოლოგიების სფეროს განვითარება და ფინანსური რეგულაციების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოს როლის წარმოჩენაა.