თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილიკერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორშიგანხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციომოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაცსრულად თიბისის დაფინანსებულია.
ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით დაკარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონებიექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეშისაშუალოდ სამ-ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდშიბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია.
ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაშისარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს - პროექტიხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებულისატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა დაზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევეაძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნისმნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის, როლს.
„უკვე 10 წელზე მეტია “ზეტ ტრანს გრუპთან” ვპარტნიორობთ და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტიგანვახორციელეთ წარმოებისა და სერვისებისმიმართულებით. ეს ინვესტიცია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და ბანკისპარტნიორობას შექმნას ღირებულება როგორცკომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალივაგონები აძლიერებს შუა დერეფნისგამტარუნარიანობას და ხელს უწყობს ლოგისტიკურისექტორის განვითარებას. ლოგისტიკა კი ქვეყნისეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წილიმშპ-ში 6%-ია. სექტორის ზომიდან და სტრატეგიულიდანიშნულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი დადასაწყობება თიბისისთვისაც პრიორიტეტულიმიმართულებაა. ამიტომ აქტიურად ვაფინანსებთინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესისგაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებისდანერგვას. ამის შედეგია, რომ ბოლო სამ წელშითიბისის ლოგისტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს“, - დავით კონცელიძე, თიბისის კორპორატიული საბანკობიზნესის მართვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.
“კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამდადებითი შედეგი უკვე გამოიღო ტვირთბრუნვისზრდისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობისმიმართულებით. ჩვენთვის მთავარი პრინციპებიადროის ოპტიმიზაცია, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდდა ხარისხის სრული დაცვით. ახალმა, თანამედროვესავაგონე პარკმა ამ მიმართულებით ჩვენიშესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რაც შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობისთვისფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანიპორტის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, ჩვენ კიამ მასშტაბურ პროექტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით -განახლებული, თანამედროვე სავაგონე პარკით, რომლის გაფართოებაც, საჭიროების შემთხვევაში,კვლავაც შეგვიძლია. ეს გვაძლევს ჯანსაღ ამბიციას, რომჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისოპარტნიორული ქსელითა და რეალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით შევძლებთ მნიშვნელოვანიწვლილის შეტანას ანაკლიის პორტის განვითარებაში.დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა ხელსშეუწყობს შუა კორიდორისა და მთლიანადსაქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფროგაძლიერებას”,- ალექსი ნიკოლაიშვილი, Ztrans Group-ისდამფუძნებელი.












