სასამართლო დაადგენს, არის თუ არა ბათუმის N7 ბაგა-ბაღის გამგე თავის 12...
„ახალგაზრდა ადვოკატების“
განმარტებით, საქმის
მასალებით დგინდება, რომ 2024
წლის 5 აპრილს, ბათუმის
საბავშვო ბაღების
გაერთიანების N7 საბავშვო
ბაღში ორი ამღზრდელის
საკითხთან დაკავშირებით
დაწყებული დისციპლინური
წარმოება, დისციპლინური
გადაცდომის არარსებობის
გამო შეწყდა. აღმზრდელებს
კანონსაწინააღმდეგო არც
ერთი მოქმედება არ
დაუდასტურდათ, მათ შორის
არასრუწლოვანებზე რაიმე
ფორმით ზემოქმედება. ასევე,
არ დადასტურდა ერთ-ერთი
აღსაზრდელის კანონის
გვერდის ავლით ჩარიცხვის
პროტექცია თანხის - 100 აშშ
დოლარის თითქოსდა
მშობლისგან მიღების
სანაცვლოდ. შესაბამისად,
მიღებულმა
გადაწყვეტილებამ აჩვენა,
რომ ორი აღმზრდელის მიმართ
ადგილი ჰქონდა პიროვნული
შეუთავსებლობისა და
შურისძიების მოტივებით
წარმოებულ უკანონო
მმართველობით
ღონისძიებას, რომელიც
დაგეგმა და განახორციელა N7
ბაგა-ბაღის გამგე სოფიო
ჩიჩუამ. კერძოდ, სოფიო
ჩიჩუა სრულიად
დაუმსახურებლად და
უპატიებლად, წარსულში
არსებული ე.წ. წყენა
გამოიყენა ზაირა ბ.-ძის
წინააღმდეგ, რათა
მოეშორებინა საკუთარი
ტერიტორიული სივრციდან,
წინასწარი შეცნობით,
უზრუნველყო
კანონსაწინააღმდეგო
მტკიცებულების მოპოვება
და შექმნა, განახორციელა
პირის იძულება და დაშინება,
დანაშაულის პროვოკაცია და
უკანონო მმართველობითი
ღონისძიების
განხორციელება, პირადი
მიზნებით, რასაც შედეგად
მოჰყვა ზაირა ბ.-ძის, ასევე
მისი შვილის, ამავე ბაღის
აღმზრდელის, ირინა პ.-ს
სამუშაო ადგილიდან
დროებით გადაყვანა.კერძოდ,
სოფიო ჩიჩუამ იძულების,
შანტაჟის, მუქარისა და
ზემოქმედების ქვეშ,
მართლსაწინააღმდეგოდ,
ბაღის აღსაზრდელის ერთ-ერთ
მშობელს, თამრიკო
ღორჯომელიძეს ათქმევინა,
რომ თითქოსდა ზაირა ბ.-მ
მისი შვილის
ჩარიცხვისთვის აიღო 100 აშშ
დოლარი და დაჰპირდა, რომ
საქმეს შესაბამისს
მსვლელობას მისცემდა.
თამრიკო ღორჯომელიძე
სოფიო ჩიჩუას სთხოვს, რომ
არ სურს შემდგომი
პრობლემების შექმნა,
პოლიციასთან ურთიერთობა,
რაზეც სოფიო ჩიჩუა
პასუხობს, რომ
მაქსიმალურად შეეცდებოდა
ამ სირთულეების გარეშე
გარკვეულიყო საქმე.
აუდიო-ჩანაწერი, რომელიც
თავად ბაღის გამგემ შექმნა,
სოფიო ჩიჩუა ამბობს, რომ
ზაირა ბ.-ს მიმართ აქვს
შეუთავსებლობა, აღმზრდელს
მოიხსენიებს
არაერთიკურად, შეხვედრა კი
მიმდინარეობს თამრიკო
ღორჯომელიძის სულიერი
აღელვების ფონზე,
განწირული ტირილით, რომ იმ
უსიამოვნო საქმეში,
რისთვისაც სოფიო ჩიჩუას
სურდა მშობლის უკანონო
აღიარება, თავად თამრიკო
ღორჯომელიძე არ
გარეულიყო„ახალგაზრდა
ადვოკატები“ აღნიშნავს,
რომ სოფიო ჩიჩუამ მშობელ
თამრიკო ღორჯომელიძესთან
საუბრის ჩანაწერი
გადაუგზავნა ბათუმის
საბავშვო ბაღების
გაერთიანების დირექტორ
დავით დიასამიძეს და
მოსთხოვა რეაგირება.
მოკვლევის დაწყებამდე,
ზაირა ბ. და მისი შვილი
ირინა პ, რომელიც არავითარ
შემხებლობაში არ
იმყოფებოდა ფაქტის
იმიტაციასთან,
გადაყვანილი იქნა ბათუმის
სხვა სააღმზრდელო
დაწესებულებაში. მას
შემდეგ, რაც 2024 წლის 5 აპრილს,
ბათუმის საბავშვო ბაღების
გაერთიანებამ N7 საბავშვო
ბაღში ორი ამღზრდელის
მიმართ დისციპლინური
წარმოება, დისციპლინური
გადაცდომის არარსებობის
გამო შეწყდა, დღის წესრიგში
დადგა პედაგოგების
პირვანდელ სამუშაო
გარემოში დაბრუნების
საკითხი, რასაც
ორგანიზებული აქციით
დაუპირისპირდა N7
ბაგა-ბაღის გამგე სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძე.კერძოდ,
2024 წლის 3 აპრილს,
დისციპლინური წარმოების
შედეგების წინასწარი
ინფორმირების შედეგად, N7
ბაგა-ბაღის გამგე სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძე
დაუკავშირდა აჭარაში
მოქმედ მედია-საშუალებებს,
შეკრიბა მასთან
დაკავშირებული მშობლები
(რომლებიც არ აღნმოჩნდნენ
პედაგოგის ჯგუფში რიცხული
აღსაზღდელთა მშობლები) და
გააკეთებინა საჯარო
განცხადებები პედაგოგების
პატივის, ღირსებისა და
საქმიანი რეპუტაციის
შელახვაზე. მშობლებმა:
თამილა ხოზრევანიძემ,
რუსუდან ჯორბენაძემ, ანა
ჯაიანმა, ია ტიკარაძემ,
ცირა აბაშიძემ, ქეთინო
საგინაძემ, შორენა
ჩხიკვაძემ, ლოლიტა ბერიძემ,
მაგდა მიქაბერიძემ, მანანა
მახარაძემ და ნინო
დავითაძემ, როგორც
მედიასთან საჯარო
განცხადებების გზით, ასევე
სპეციალურად მომზადებულ
ახსნა-განმარტების
დოკუმენტაციაში ზაირა ბ-სა
და ირინა პ.-ს მიმართ
გამოიყენეს
ცილისწამებლური
გამონათქვამები, რომელის
ნამდვილობის
დასადასტურებლად, არც ერთ
მოპასუხეს, ვარგისი
მტკიცებულება არ გააჩნია.
მეტიც, ბოლო 1 წლის
განმავლობაში, N7 ბაგა-ბაღის
გამგე სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძის გარდა,
არც ერთ მოპასუხეს
დასაბუთებული პოზიცია არ
წარმოუდგენიათ
სასამართლოსთვის. მეტიც, N7
ბაგა-ბაღის გამგე სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძე, ნებსით
თუ უნებლიეთ, გამოყენებული
მშობლების მიმართ
ავრცელებდა ცრუ ცნობებს,
რომ თითქოსდა
სასამართლოში არავითარი
საქმისწარმოება არ
მიმდინარეობდა, რაც თავის
მხრივ,
არაკეთილსინდისიერი ქცევა
და პირადი
პასუხისმგებლობისგან
გაქცევის მაგალითს
წარმოადგენს.„ახალგაზრდა
ადვოკატები“ აღნიშნავს,
რომ სასამართლოში
წარმოებული დავის
მოთხოვნებს წარმოადგენს:
სოფიო ჩიჩუა-ხოზრევანიძის,
თამილა ხოზრევანიძის,
რუსუდან ჯორბენაძის, ანა
ჯაიანის, ია ტიკარაძის,
ცირა აბაშიძის, ქეთინო
საგინაძის, შორენა
ჩხიკვაძის, ლოლიტა ბერიძის,
მაგდა მიქაბერიძის, მანანა
მახარაძის, ნინო
დავითაძისა და თამრიკო
ღორჯომელაძის მიერ
ინდივიდუალურად
გაკეთებული სადავო
განცხადებები დადგინდეს,
რომ არ შეესაბამება
სიმართლეს და წარმოადგენს
ცილისწამებას. სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძის,
თამილა ხოზრევანიძის,
რუსუდან ჯორბენაძის, ანა
ჯაიანის, ია ტიკარაძის,
ცირა აბაშიძის, ქეთინო
საგინაძის, შორენა
ჩხიკვაძის, ლოლიტა ბერიძის,
მაგდა მიქაბერიძის, მანანა
მახარაძის, ნინო
დავითაძისა და თამრიკო
ღორჯომელაძის მიერ
გაკეთებული ინდივიდულაური
განცხადებების უარყოფა
მოხდეს ეროვნული
მაუწყებლის - აჭარის
საზოგადოებრივ
მაუწყებლისა და
დამოუკიდებელი
ტელეკომპანია „TV25“-ის
საინფორმაციო
გამოშვებების მეშვეობით,
დადგინდეს, (აღიარებულ
იქნეს) რომ ა(ა)იპ ბათუმის
საბავშვო ბაღების
გაერთიანების N7 საბავშვო
ბაღის გამგე სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძესა და
მშობელ თამრიკო
ღორჯომელაძეს შორის 2023 წლის
28 სექტემბერს შექმნილი
დოკუმენტი - აუდიო ჩანაწერი
იმ ნაწილში, რომლითაც ზაირა
ბ.-ს შესახებ სახელის
გამტეხი ცნობები
გავრცელდა. კერძოდ, თანხის
სანაცვლოდ თამრიკო
ღორჯომელაძის შვილის N7
ბათუმის ბაგა-ბაღში
მიღებასთან დაკავშირებით,
წარმოადგენდა
ცილისწამებას და
დოკუმენტის შექმნის
სიყალბე ემსახურებოდა
ზაირა ბ.-ს პატივის,
ღირსებისა და საქმიანი
რეპუტაციის შელახვას.
სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძესა და
თამრიკო ღორჯომელაძეს
სოლიდარულად დაევალოს
სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლიდან 1 თვის
განმავლობაში, დოკუმენტის
სიყალბის შესახებ
ინფორმაციის გამოქვეყნება
აჭარის საზოგადოებრივ
მაუწყებლისა და
დამოუკიდებელი
ტელეკომპანია „TV25“-ის
საინფორმაციო
გამოშვებების მეშვეობით.
თამილა ხოზრევანიძეს,
რუსუდან ჯორბენაძეს, ანა
ჯაიანს, ია ტიკარაძეს, ცირა
აბაშიძეს, ქეთინო
საგინაძეს, შორენა
ჩხიკვაძეს, ლოლიტა ბერიძეს,
მაგდა მიქაბერიძეს, მანანა
მახარაძესა და ნინო
დავითაძეს სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლიდან 7
კალენდარული დღის
განმავლობაში,
ცილისწამებით მიყენებული
მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით,
დაევალოთ 3000-3000 ლარის
გადახდა, ხოლო სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძესა და
მშობელ თამრიკო
ღორჯომელაძეს - 5000-5000 ლარის
ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის
საქალაქო სასამართლოში,
გამართლებული პედაგოგების
კიდევ ერთი საქმე ა(ა)იპ
ბათუმის საბავშვი ბაღების
გაერთიანების მიმართ
მიმდინარეობს, სადაც დავის
საგანს ორი პედაგოგის:
ზაირა ბ.-ისა და ირინა პ-ის
პირვანდელ სამუშაო
ადგილზე დაბრუნებაა.
სასამართლოს 17.06.2025 მიიღო
გადაწყვეტილება
დასახელებულ საქმეზე N7
ბაგა-ბაღის გამგის, სოფიო
ჩიჩუა-ხოზრევანიძის,
სადავო პერიოდში,
გაერთიანების დირექტორის
მოადგილის მეთოდოლოგიის
დარგში ზაირა ქაჯაიასა და N7
ბაგა-ბაღის აღსაზრდელის
მშობლის, თამრიკო
ღორჯომელაძეს მოწმის
სახით გამოკითხვაზე.
ამასთან, სასამართლომ
მოუწოდა ა(ა)იპ ბათუმის
საბავშვი ბაღების
გაერთიანებას მომჩივან
მხარესთან დავა მორიგებით
დაასრულოს და გაიზიაროს
წინადადება აღმზრდელები:
ზაირა ბ. და ირინა პ, 2025-2026
სასწავლო წლის I
სემესტრიდან გადაყვანილნი
იქნენ ა(ა)იპ ბათუმის
საბავშვო ბაღების
გაერთიანების მე-N7
საბავშვო ბაღის
აღმზრდელის პოზიციაზე.
კერძოდ, ირინა პ. ქ. ბათუმის
მე-N10 საბავშვო ბაღის
აღმზრდელის პოზიციიდან
გადაყვანილი იქნეს ქ.
ბათუმის მე-N7 საბავშვო
ბაღის აღმზრდელის
პოზიციაზე, ხოლო ზაირა ბ. ქ.
ბათუმის N33-ე საბავშვო ბაღის
აღმზრდელის პოზიციიდან
გადაყვანილი იქნეს ქ.
ბათუმის მე-N7 საბავშვო
ბაღის აღმზრდელის
პოზიციაზე, თუმცა ა(ა)იპ
ბათუმის საბავშვი ბაღების
გაერთიანებამ მორიგების
წინადადება უარყო.მხარემ 2024
წლის 12 აპრილს, N7 საბავშვო
ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუას
კანონსაწინააღმდეგო
მოქმედებების შესწავლის
მიზნით, აჭარის ა/რ
პროკურატურასაც მიმართა.
წარდგენილი მოთხოვნა
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 332-ე
(სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება) და 150-ე მუხლით
(იძულება)
გათვალისწინებული
დანაშაულის არსებობის
ფაქტებს მოიცავს და
საჩივარი დეტალურ
აღწერილობას შეიცავს იმ
ფაქტების შესახებ, რომელიც
ბათუმის N7 საბავშვო ბაღის
გამგის მხრიდან
განხორციელებულ ქმედებებს
მოიცავს. საქმეზე არ
მომხდარა შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღება,
ხოლო ბაღების
გაერთიანებას არ
მოუხდენია ბაღის გამგის
უფლებამოსილების დროებით
შეჩერება ან მის
ქმედებებზე დისციპლინური
წარმოების ჩატარება, რაც
წარმოადგენს კანონის
უპირობო მოთხოვნას და
ტოვებს შერჩევითი
სამართლის გამოყენების
საფუძვლებს. ორგანიზაცია
იმედოვნებს, რომ ბათუმის
მომავალი, არჩეული მერი,
დასახელებულ საკითხზეც,
სათანადო რეაგირებას
მოახდენს. ცნობისთვის:
პატივის, ღირსებისა და
საქმიანი რეპუტაციის
შელახვის საქმეს
მოსამართლე: ხათუნა
ბოლქვაძე განიხილავს, ხოლო
პედაგოგების პირვანდელ
სამუშაო ადგილზე
დაბრუნების მოთხოვნას -
მოსამართლე სალიხ შაინიძე.
პედაგოგების ინტერესებს
სამოქალაქო
სამართალწარმოების
სფეროში, ორგანიზაცია
„ახალგაზრდა ადვოკატების“
ხელმძღვანელი, არჩილ
კაიკაციშვილი, სისხლის
სამართლის სფეროში კი,
ადვოკატი ნიკა სადრაძე
წარმოადგენენ.
1756201203