„საქართველოს ბანკი“ Mastercard-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს bogpay.ge-ზე ავტორიზაციისა და Mastercard-ით განხორციელებული გადახდების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება „თრეველბოქსის“ სასაჩუქრე ყუთი მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქცია 6 ივნისს დაიწყო და ის 15 აგვისტოს დასრულდება.

„მომხმარებელი Travel box-ს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია მე-500 აღმოჩნდება. სასაჩუქრე ყუთი მოიცავს 2 კაციან ვაუჩერს, 2 ღამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სასტუმროებიდან ერთ-ერთში.

კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/43sJX2n

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმა Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 600-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა.

Bogpay.ge -ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bogpay.ge/ka“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.