საქართველოში ბრუნვის მიხედვით ლუდის მწარმოებელი კომპანიები ცნობილია.

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წელს ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP- 10 ლუდის მწარმოებელი კომპანია გამოიკვეთა:

  • შპს ლუდი ბათუმური;
  • შპს გლობალ ბიერ ჯორჯია;
  • სს არგო;
  • შპს კრისტალი;
  • სს ლომისი;
  • შპს კრაფტარეა;
  • შპს მაქსიმუს;
  • სს ქართული ლუდის კომპანია;
  • შპს მაიჯორჯია ბრიუერი;
  • შპს გენუინ ბრევინგ კომპანი;

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს ლუდი ბათუმური - 1998 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100% ნანა ჯანელიძე ფლობს. კომპანიის  ფინანსური დირექტორია- როინ ხალვაში, ხოლო გენერალური დირექტორი - ნანა ჯანელიძე.

შპს გლობალ ბიერ ჯორჯია - 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.

სს არგო - 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო:  თავმჯდომარე/წევრი: ინა სულხანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ჰაროლდ ჰენრიკუს მარია ვან ლიტსენბურგ, /ნიდერლანდები/

წევრი: ჯორჯ ამზაშვილი, /აშშ/ ;  წევრი: გიორგი ახალაძე, წევრი: კორნელის გერარდუს ვამმეს, /ნიდერლანდები/ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ვასილი სულხანიშვილი.

შპს კრისტალი - 1996 წელს დაფუნდა, კომპანიის 100% ფლობს მალხაზი ნადირაძე.

სს ლომისი - 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა,  /თურქეთი/  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/

წევრი: ილდირაი ეფილ,  /თურქეთი/  წევრი: ბანუ ფატმა ართუზ, /თურქეთი/.

შპს კრაფტარეა - კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან - ალექსი მოდებაძე 36% ალექსანდრე წულუკიძე 64%;

შპს მაქსიმუს - 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ფლობს ნიკოლაი სტეპანოვი /რუსეთის ფედერაცია/

სს ქართული ლუდის კომპანია - 2011 წელს არის დაფუძნებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: შალვა ჩოჩელი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ანა ჩოჩელი, წევრი: საშა ტერნესი, 01017041575 /გერმანია/ . კომპანიის დირექტორია კახაბერ კოტრიკაძე.

შპს მაიჯორჯია ბრიუერი - კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. მფლობელები: იაროსლავ ნიგაი, /რუსეთის ფედერაცია/ 66% კონსტანტინ რამბურგერი, /რუსეთის ფედერაცია/  24% ოლექსანდრ სევიდოვი,  /უკრაინა/ 5 5% ანდრეი ჟიდკოვი,  /რუსეთის ფედერაცია/  4% ვიაჩესლავ პიანზოვი,  /რუსეთის ფედერაცია/ 1 1%

შპს გენუინ ბრევინგ კომპანი - კომპანია 2014 წელს დაფუძნდა.  მესაკუთრეა და 100% წილის მმართველი სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.