თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარმატებას აღწევს ის, ვინც იცის, როგორ განავითაროს საკუთარი სამეწარმეო უნარები, მიიღოს უახლესი ინფორმაცია და შეძლოს ცვლილებებთან ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის პლატფორმა — Businesscourse.ge — მეწარმეობითა და ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა ამა თუ იმ მიმართულებით და დარგის ექსპერტების უნიკალურ გამოცდილებას გაეცნონ.
Businesscourse.ge-ზე უკვე 60-ზე მეტი კურსი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ამ სტატიაში კი გიამბობთ პლატფორმის ხუთ ყველაზე მოთხოვნად კურსზე, რომლებიც უკვე ათასობით ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა.
- როგორ ვივაჭროთ საფონდო ბირჟაზე
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ბევრს რთული ეჩვენება, მაგრამ ამ მასტერკლასის შემდეგ გაიგებთ, რომ ინვესტირება ყველასთვისაა და მისი დაწყება მცირე თანხითაც შესაძლებელია. კურსზე შეიტყობთ, როგორ მუშაობს ბირჟა, ვინ არიან ბაზრის მონაწილეები, როგორ განისაზღვრება აქციების ფასი და როგორ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება აქციების ყიდვასა და გაყიდვაზე. კურსს გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მაზანაშვილი უძღვება.
- როგორ დავწეროთ ბიზნესგეგმა
თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გსურთ ან უკვე გაქვთ და გეგმავთ მის გაფართოებას, ეს კურსი საინტერესო პერსპექტივებს გაგაცნობთ. მისი დახმარებით შეისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ ბიზნესგეგმა — როგორ შეაფასოთ ბაზარი, განსაზღვროთ, ვინაა თქვენი მომხმარებელი, გაანალიზოთ კონკურენტები და შექმნათ მარკეტინგული და ფინანსური გეგმა. კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ, დამოუკიდებლად მოამზადოთ სრული, პროფესიონალური ბიზნესგეგმა, რომელიც თქვენს იდეას სტრუქტურასა და მიმართულებას მისცემს.
- როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან
გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელის, დავით ნინშნიანიძის კურსი შესანიშნავი გზამკვლევია მათთვის, ვინც ინვესტირებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. კურსით გაიგებთ, რა პროდუქტებში შეიძლება ინვესტირება, როგორ მუშაობს კაპიტალის ბაზარი, რა არის დივერსიფიკაცია და როგორ უნდა განსაზღვროთ რისკები.
- წინსვლის 7 პრინციპი
ეს კურსი გერი ჯონ ბიშოპის ცნობილ წიგნს “დაეხსენი ფიქრებს და დაუბრუნდი სიცოცხლეს” ემყარება. კურსი პიროვნული განვითარებისა და თვითშეგნების პრაქტიკული გზამკვლევია და მონაწილეებს სთავაზობს, გაეცნონ 7 საკვანძო მოსაზრებას, რომელთაც, ავტორების აზრით, თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლა შეუძლია. ეს გააზრება მომავალში შეიძლება პიროვნული და პროფესიული განვითარების “გარღვევის” საფუძველიც კი გახდეს. კურსი მოამზადა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოცდილმა ტრენერმა, ქოუჩმა და ბიზნეს-კონსულტანტმა.
- ბრენდინგი
ალექს ჩიქოვანის კურსი “ბრენდინგი” ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღს — ბრენდს — სიღრმისეულად გაგაცნობთ. გასწავლით, საიდან იწყება ბრენდის შექმნა, როგორ უნდა აირჩიოთ მისი მისია, ხედვა და ფასეულობები, როგორ განასხვავოთ შიდა და გარე ბრენდინგი, შექმნათ ემოციური კავშირი მომხმარებელთან და შეიმუშაოთ სწორი საკომუნიკაციო ტონი. კურსი გაძლევთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ბრენდი არა უბრალოდ არსებობდეს, არამედ გავლენას ახდენდეს.
ამ და სხვა კურსებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.businesscourse.ge
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.