საქართველოს უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს წყვეტს, — ამის შესახებ განცხადება საქართველოს უნივერსიტეტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
"არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…'
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე" — წერს საქართველოს უნივერსიტეტი