Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, გასცნობოდნენ ინფორმაციას სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, მიეღოთ პასუხები საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC,  და სხვა.).

„საქართველოს ბანკში გვჯერა, ახალგაზრდების და იმის, რომ ისინი ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს განათლება ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.

განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით გაიმართა, საკუთარ თავში მოიაზრებს შესაძლებლობას ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ამომწურავ ინფორმაციას უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესახებ და მიიღონ პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე. გვახარებს ღონისძიებისადმი ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესი. ვიმედოვნებთ, რომ განათლების გამოფენა პატარა წვლილს მაინც შეიტანს მათი მიზნების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.